ამ ეტაპზე 6 მიმდინარე პროექტი გვაქვს - m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კომპანია m² დღეისათვის რამდენიმე პროექტს ახორციელებს, რომლებზედაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიტა კიკნაძემ განაცხადა, კომპანიის მიმდინარე პროექტები სრულად პასუხობს m²-ის მისიას.
„ამ ეტაპზე გაქვს 6 მიმდინარე პროექტი, სხვადასხვა უბნებში რა საკვირველია. m3 საბურთალო, m² Highlight და m² ნუცუბიძეზე 2, დიდუბეში გვაქვს - m² მირცხულავაზე, ნაძალადევში - m² ჭყონდიდელზე, ოქროყანაში - m² მთაწმინდის პარკთან.
ზოგადად მიმდინარე პროექტები სრულად პასუხობს კომპანიის მისიას. ჩვენი მისიაა შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი ადგილები, რომლებიც ერთმანეთს დააკავშირებენ ადამიანებს ოჯახის წევრებთან, საკუთარ თავთა და შეძლებენ, რომ იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით. შესაბამისად ყველა ჩვენს პროექტში ასეთი სივრცეების არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ სტანდარტს მივყვებით“, - აცხადებს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, საფასო სეგმენტის კუთხით უბნების და პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია.
როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, m² უკვე 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".
კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სახლების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, m²-ის სახლებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.
2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტია m³ საბურთალო, რომელიც 2,600 ოჯახზეა გათვლილი.
m²-ის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსებია:
m² ჩუბინაშვილზე, m² იპოდრომთან, m² ყაზბეგზე, m² ნუცუბიძეზე, m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი, სქაილაინ რეზიდენსი, m² იპოდრომთან 2, m² ყაზბეგზე 2, m² ჭავჭავაძეზე, m² მელიქიშვილზე.
დღეისათვის კომპანია m²-ს აქვს შემდეგი მიმდინარე პროექტები:
m² Highlight, m³ საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2, m² მთაწმინდის პარკთან.
„ჩვენი მისიაა შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავიშრებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით“, - აცხადებენ კომპანიაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.