მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ამ სქემის ამოქმედებამ ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს მეტი შესაძლებლობები გაუჩინა - SKYLOG-ი ჩინეთიდან ტვირთების სახმელეთო გზით ტრანსპორტირებაზე

news image
mbc image

ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის სახმელეთო გზით ჩამოტანის სერვისის ამოქმედების შემდეგ, ჩვენ ურუმჩის საწყობიდან მხოლოდ ქართულ სატვირთო ავტომობილებს ვტვირთავთ, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის მმართველი პარტნიორი. გიორგი ზუმბაძის თქმით, მოთხოვნის ზრდის ფონზე გამორიცხული არ არის, რომ სექტემბრიდან აღნიშნული ტიპის გადაზიდვების ტარიფმაც მოიმატოს. მისივე განმარტებით, ახალი წლის წინა პერიოდში ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა ყველა მიმართულებით იზრდება. 

„მომხმარებელმა ტვირთების დროულად მისაღებად ადგილები, როგორც რკინიგზაზე ისე საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით დროულად უნდა დაჯავშნოს. თუ კიდევ უფრო დროულად დაგეგმავენ შესყიდვებს და დროის მენეჯმენტს სწორად წარმართავენ, ყველა დამკვეთი მოასწრებს პროდუქციის მიღებას.
არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ჩამოტანა შესაძლებელია ხმელეთითაც, თუმცა სექტემბრიდან გადაზიდვაზეც მოთხოვნილების ზრდასთან ამ მიმართულებაზეც მოსალოდნელია ტარიფების მატება. მას შემდეგ რაც ქართული სატვირთო ავტომობილები შევიდნენ ჩინეთში, SKYLOG-ი ურუმჩის საწყობიდან მხოლოდ ქართულ სატვირთო ავტომობილებს ვტვირთავთ. ამ სქემის ამოქმედებამ ქართულ სატრანსპორტო საშუალებებს ახალი გეოგრაფიული არეალი გაუხსნა და მეტი შესაძლებლობები გაუჩინა, პლუს საფასო პოლიტიკაშიც შეღავათები გვაქვს. თუ აქამდე ყაზახურ სატვირთო ავტომობილებს ვიყენებდით, დღეს უკვე ქართულ სატვირთო ავტომობილებს ვტვირთავთ. იმის ფონზე როდესაც საზღვაო გადაზიდვების ვადები არის თითქმის გაორმაგებული, ქართველ იმპორტიორებს აუცილებლად სჭირდებათ ტვირთის სწრაფად მიღების ალტერნატიული გზები, სწორედ ასეთია საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები. მიუხედავად იმისა, რომ სამანქანო გადაზიდვები ზღვასთან და სარკინიგზოსთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ძვირია და ყოველთვის, ყველა კომპანია ამ სერვისით ვერ ისარგებლებს, ვგულისხმობ ისეთ პროდუქციას, რომელთა ფასწარმოქმნაში ლოგისტიკა ძალიან სენსიტიურია და ძირითადად აქ ფართო მოხმარების საქონელზეა საუბარი.

SKYLOG-ი მზად არის ჩინეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირება მოახდინოს, როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საჰაერო და სახმელეთო გზებით. უკვე დაანონსდა ჩარტერები საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით, რაშიც SKYLOG-იც ინტენსიურად ჩართულია და მალე მორიგ სიახლეებს შევთავაზებთ ქართველ იმპორტიორებს. მალე ვაპირებთ რკინიგზით ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირების სერვისის დამატებას - აცხადებს გიორგი ზუმბაძე.

ბიზნესმენის თქმით, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ტარიფების ზრდა, წითელი ზღვის კრიზისის შემდეგ დაიწყო, თუმცა ეს არ ეხება ტრანსპორტის ყველა სახეობას. საუბარია საზღვაო ტრანსპორტირების ფასებზე და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება.
„შემოდგომიდან გადავდივართ გადაზიდვების ყველაზე აქტიურ ფაზაში, რასაც მოჰყვება წინასაახალწლო ციებ-ცხელება, შესაბამისად გადაზიდვებზე მოთხოვნა გაიზრდება - ამ ფაქტორების გათვალისწინებით ტარიფების მატებას ველი, ეს მეტწილად შეეხება აზიიდან ევროპისკენ მათ შორის შავი ზღვის მიმართულებას.
უმნიშვნელოდ არის გაძვირებული რკინიგზით ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება. ბოლო პერიოდში რკინიგზით გადაზიდვები სულ უფრო მეტ კონკურენციას უწევს საზღვაო გადაზიდვებს. ფასები თითქმის გათანაბრებულია ეს იმ ფონზე, როდესაც სარკინიგზო გადაზიდვები უფრო ძვირი იყო, ვიდრე საზღვაო.
დროის თვალსაზრისით დღეს ჩინეთიდან ფოთამდე ტვირთის ჩამოსატანად სარკინიგზო ტრანსპორტი უფრო ხელსაყრელია. არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ საზღვაო გადაზიდვების ტარიფებმა გადააჭარბოს კიდეც სარკინიგზოს. SKYLOG-ის მაგალითზე გეტყვით, რომ სარკინიგზო გადაზიდვები
შარშან საერთოდ არ გვქონია, თუმცა წელს თებერვალ-მარტიდან დაწყებული, ჩინური ახალი წლის შემდეგ, მოთხოვნა მუდამ იზრდება.ეს ტენდენცია ისევ გაგრძელდება რადგან ქართული კომპანიების უმეტესობას არ აქვს შესყიდვების 5-6 თვით ადრე დაგეგმვის ფუფუნება.
სატრანზიტო დროს წინასაახალწლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა. ამ ფონზე არ გამოვრიცხავ, რომ რკინიგზა უფრო მოთხოვნადი გახდეს.
რაც შეეხება ჩინეთიდან საჰაერო გადაზიდვებს, ტარიფები არ გაზრდილა. ბოლო ერთ თვეში საჰაერო გადაზიდვები გაიაფდა კიდეც. აგვისტოს ბოლომდე, ან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ზრდის მოლოდინი არ მაქვს. თუმცა როგორც ყოველთვის, სეზონურობიდან გამომდინარე, სექტემბრის მეორე ნახევრიდან საჰაერო გადაზიდვების ტარიფებიც გაიზრდება და ზრდის მაჩვენებელი მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. ახალი წლის შემდეგ კი ფასები ისევ დაიკლებს“, - განმარტავსSKYLOG-ის მმართველი პარტნიორი.

გიორგი ზუმბაძე ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ქართველი იმპორტიორები ჩინეთში პროდუქციის შეძენას დროულად განახორციელებენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა