Amazon-ზე განმავითარებელი წიგნების დამატებას ვგეგმავთ - Handicraft
Handicraft • ჰენდიკრაფტი საბავშვო განმავითარებელი სათამაშოების, ტანსაცმლისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მალე, საზოგადოებას ახალ პროდუქციას წარუდგენს.
„ჰენდიკრაფტში“ არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს თამარ კობახიძეს ესაუბრა.
„მომდევნო კვირაში, ახალი პროდუქტების ფოტოსესიას ვგეგმავთ, რომ ახალი პროდუქტები და ვიზუალები წარვუდგინოთ მომხმარებლებს, რომელიც განვითარებადი წიგნების, საბავშვო საწოლის თეთრეულისა და აქსესუარების მიმართულებით იქნება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი თამარ კობახიძე.
კომპანია აქტიურად მუშაობს პროდუქციის შეფუთვებზე, ერთ-ერთი გრანტის ფარგლებში და სამომავლოდ, Amazon-ზე გეგმავს განვითარებადი წიგნების mini ვერსიების დამატებას.
„ახლა ვმუშაობთ შეფუთვების დიზაინზე, მარკეტინგულ სტრატეგიაზე ერთ-ერთი გრანტის ფარგლებში და ამ სტრატეგიის საკომუნიკაციო მესიჯებზეც საერთაშორისო ბაზრისთვის. არის რაღაც შეფუთვები და დიზაინები, რაც ადგილობრივად ვერ კეთდება. ეს შეფუთვები წარმოებაში გვექნება დაახლოებით, 2 თვეში და შევისყიდით ამ შეფუთვებს. შემდეგ უკვე Amazon-ზე ვფიქრობთ განვითარებადი წიგნები, რომ ჩავუშვათ. არის წიგნების მინი ვერსიები, რაც სტატისტიკის მიხედვით Amazon-ზე უფრო მეტად მოთხოვნადია. ეს არის ბიუჯეტური და პატარა წიგნები, ჩვილის ასაკში და ამით გვინდა რომ შევიდეთ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თამარ კობახიძე.
„ჰენდიკრაფტი“ ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიზანი მომხმარებლების მოსმენა, მათი საჭიროებების, სურვილების შესწავლა და მათთვის ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციის მიწოდებაა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.