მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.5
-0.0161
flag
AZN 1.5416
-0.0025
flag
CNY 38.979
-0.0068
flag
EUR 3.0314
-0.011
flag
GBP 3.5322
-0.0205
flag
KZT 57.61
0.0031
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6205
-0.0045
news banner

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციას მასპინძლობს

news image
mbc image

2-3 სექტემბერს „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ საერთაშორისო საავიაციო ექსპედიციის ფარგლებში, ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს მასპინძლობს. ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან ჩამოფრინდნენ. მათ შორის არიან პილოტები საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, და დიდი ბრიტანეთიდან.

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს ადგილზე გაეცნობიან - დაათვალიერებენ კუნძულის მასშტაბს, გაეცნობიან უკვე განხორციელებულ სამუშაოებსა და მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, ასევე მიიღებენ ინფორმაციას პროექტის განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტში გათვალისწინებულ საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარებაც მომავალში კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღების შესაძლებლობას შექმნის. პროექტის უნიკალური მიმართულებაა ადგილობრივ კურორტებს, საქართველოს სხვა რეგიონებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის საჰაერო მარშრუტებით კავშირის განვითარება.

კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026“ 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, განხორციელდება. ექსპედიცია მოიცავს 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს, მათ შორის ბათუმისა და აჭარის, როგორც კერძო და ზოგადი ავიაციისთვის მიმზიდველი, ხელმისაწვდომი და საინტერესო საფრენი და ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ ბათუმისა და აჭარის ინფრასტრუქტურულ, ტურისტულ და საავიაციო პოტენციალს.

აღნიშნული საერთაშორისო საავიაციო ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 17 000 წევრს აერთიანებს, რაც ბათუმისა და აჭარის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის, ახალი საავიაციო მარშრუტების პოპულარიზაციისა და რეგიონის კერძო ავიაციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

ექსპედიციაში 26 საჰაერო ხომალდი - 20 ევროპული და 6 თურქული ეკიპაჟი მონაწილეობს, რომლებიც ფრენებს ULM კატეგორიის ულტრამსუბუქი და ზოგადი ავიაციის (GA) ტიპის თვითმფრინავებით ასრულებენ. ინიციატივას კოორდინაციას უწევს ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი, ხოლო მხარდამჭერები არიან ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Luxembourg), თურქეთის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Türkiye) და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო საკონსულო.

ბათუმში ვიზიტის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც გაიმართება Ambassadori Aviation Village-ის ოფიციალური გახსნა. ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ექსპედიციის ორგანიზება მიზნად ისახავს საქართველოში კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას, ახალი საჰაერო მარშრუტების პოპულარიზაციას და ქვეყნის, მათ შორის აჭარისა და კახეთის, საერთაშორისო ზოგადი ავიაციის რუკაზე საინტერესო და ხელმისაწვდომ მიმართულებებად პოზიციონირებას. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

03.09.2026.14:04

„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ბრიტანული ბრენდის პრესტიჟული ჯილდო - 2025 CIS Aftersales Growth Excellence Award გადაეცა.

JCB-ს მიერ დილერების საქმიანობის შეფასებისას ყურადღება გამახვილდა როგორც ბიზნესის შედეგებზე, ისე მომსახურების ხარისხსა და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მათ შორის, შეფასდა სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის რეალიზაციის მაჩვენებლები, საოპერაციო პროცესები, მომხმარებელთა მომსახურება და ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს დილერი JCB-ს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. სტანდარტები მომსახურების პრაქტიკულად ყველა ეტაპს მოიცავს - სერვისის ორგანიზებიდან და სამუშაო პროცესებიდან დაწყებული, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციითა და საგარანტიო მოთხოვნების მართვით დასრულებული.

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი: „ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. ის 2025 წლის განმავლობაში გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო პერფორმანსი - როგორც სათადარიგო ნაწილების, ისე სერვისის რეალიზაციის მიმართულებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობაც. ბრენდს ძალიან დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უნდა მუშაობდეს დილერი, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სერვისი და რა პროცესებს უნდა მიჰყვებოდეს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ სტანდარტებს პერიოდულად ოფიციალური აუდიტორებიც ამოწმებენ.

ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენს გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა, 5S სისტემის დანერგვაც იყო. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა პირველებმა დავნერგეთ ეს სისტემა, რაც სამუშაო გარემოს ორგანიზებას, სისუფთავეს, პროცესების სტანდარტიზაციასა და მიღწეული შედეგის შენარჩუნებას გულისხმობს. CIS-ის ქვეყნებს შორის, უზარმაზარი ავტოპარკების მქონე ბაზრებში გამორჩევა ჩვენთვის დიდი მიღწევა და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, მიღწეული შედეგი შევინარჩუნოთ, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ“.

JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობა „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთში“ რეგულარული აუდიტის ფარგლებში მოწმდება. ოფიციალური აუდიტის ჯგუფი კომპანიაში, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ რამდენიმე დღეს ატარებს და როგორც საოპერაციო პროცესებს, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურების სხვადასხვა კომპონენტს აფასებს. ყურადღება ექცევა სერვისის მუშაობას, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას, საგარანტიო მოთხოვნების მართვასა და დადგენილი პროცედურების შესრულებას.

JCB-სა და „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს“ შორის თანამშრომლობა მხოლოდ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობით არ შემოიფარგლება. საქართველოში უკვე გაიმართა ერთი რეგიონული ტრენინგი ტრენერებისთვის, შემოდგომაზე კი კიდევ ორი რეგიონული ტრენინგია დაგეგმილი. ღონისძიებებს მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, ტრენინგების ჩატარება კი „თეგეტა მოტორსის“  გეზის ფილიალში იგეგმება. მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები გამოცდილების გაზიარებას, მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასა და რეგიონში JCB-ს დილერებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას უწყობს ხელს.

პრესტიჟული ჯილდოს მინიჭება და რეგიონული ტრენინგების საქართველოში გამართვა JCB-ს მხრიდან კომპანიის შესაძლებლობებისა და მომსახურების სტანდარტების მიმართ მაღალ ნდობაზე მიანიშნებს. ამ აღიარების შემდეგ კი „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის“ მთავარი ამოცანა, მიღწეული შედეგის შენარჩუნებასთან ერთად, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, სათადარიგო ნაწილებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაზე მუდმივად ზრუნვაა.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია  „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა