მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.5
-0.0161
flag
AZN 1.5416
-0.0025
flag
CNY 38.979
-0.0068
flag
EUR 3.0314
-0.011
flag
GBP 3.5322
-0.0205
flag
KZT 57.61
0.0031
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6205
-0.0045
news banner

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციას უმასპინძლებს

news image
mbc image

2-3 სექტემბერს „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ საერთაშორისო საავიაციო ექსპედიციის ფარგლებში, ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს უმასპინძლებს. ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან ჩამოფრინდებიან. მათ შორის არიან პილოტები საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, და დიდი ბრიტანეთიდან.

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს ადგილზე გაეცნობიან - დაათვალიერებენ კუნძულის მასშტაბს, გაეცნობიან უკვე განხორციელებულ სამუშაოებსა და მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, ასევე მიიღებენ ინფორმაციას პროექტის განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტში გათვალისწინებულ საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარებაც მომავალში კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღების შესაძლებლობას შექმნის. პროექტის უნიკალური მიმართულებაა ადგილობრივ კურორტებს, საქართველოს სხვა რეგიონებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის საჰაერო მარშრუტებით კავშირის განვითარება.

კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026“ 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, განხორციელდება. ექსპედიცია მოიცავს 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს, მათ შორის ბათუმისა და აჭარის, როგორც კერძო და ზოგადი ავიაციისთვის მიმზიდველი, ხელმისაწვდომი და საინტერესო საფრენი და ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ ბათუმისა და აჭარის ინფრასტრუქტურულ, ტურისტულ და საავიაციო პოტენციალს.
აღნიშნული საერთაშორისო საავიაციო ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 17 000 წევრს აერთიანებს, რაც ბათუმისა და აჭარის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის, ახალი საავიაციო მარშრუტების პოპულარიზაციისა და რეგიონის კერძო ავიაციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

ექსპედიციაში მონაწილეობს 26 საჰაერო ხომალდი - 20 ევროპული და 6 თურქული ეკიპაჟი, რომლებიც ფრენებს ULM კატეგორიის ულტრამსუბუქი და ზოგადი ავიაციის (GA) ტიპის თვითმფრინავებით ასრულებენ. ინიციატივას კოორდინაციას უწევს ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი, ხოლო მხარდამჭერები არიან ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Luxembourg), თურქეთის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Türkiye) და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო საკონსულო.

ბათუმში ვიზიტის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც გაიმართება Ambassadori Aviation Village-ის ოფიციალური გახსნა. ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ექსპედიციის ორგანიზება მიზნად ისახავს საქართველოში კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას, ახალი საჰაერო მარშრუტების პოპულარიზაციას და ქვეყნის, მათ შორის აჭარისა და კახეთის, საერთაშორისო ზოგადი ავიაციის რუკაზე საინტერესო და ხელმისაწვდომ მიმართულებებად პოზიციონირებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციას უმასპინძლა

03.09.2026.15:12

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს უმასპინძლა. ექსპედიციის მონაწილეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან საქართველოში კაჭრეთში, „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

ბათუმში ვიზიტის ფარგლებში პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ პროექტის მასშტაბს, უკვე განხორციელებულ სამუშაოებს, მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, განვითარების ხედვასა და სამომავლო გეგმებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტში გათვალისწინებულ საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარებაც მომავალში კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღების შესაძლებლობას შექმნის. პროექტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საჰაერო კავშირების გაძლიერება - როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ადგილობრივ კურორტებს შორის, ისე საერთაშორისო მიმართულებებთან.

კუნძულზე პილოტებს „ამბასადორი ჯგუფის“ დამფუძნებელი თორნიკე ქებურია მიესალმა, რომელმაც „ამბასადორი აილენდ ბათუმზე“ საჰაერო ხომალდით დაშვებაც განახორციელა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ექსპედიციის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი.

„კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026“, 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, ხორციელდება. ექსპედიცია 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს მოიცავს და მასში 26 საჰაერო ხომალდი მონაწილეობს. პილოტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან არიან, მათ შორის ლუქსემბურგიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ინიციატივას კოორდინაციას უწევს ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი, ხოლო მხარდამჭერები არიან ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Luxembourg), თურქეთის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Türkiye) და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო საკონსულო.

„ბათუმის ექსპედიციის მარშრუტში ჩართვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კარიბჭეა მსოფლიოსთან. „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ასახავს იმ ამბიციას, რომელსაც დღეს საქართველოში ვხედავთ- შეიქმნას ახალი მიმართულებები და ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორებს მოიზიდავს და ქვეყანას ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს. საქართველოს კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ამ შესაძლებლობის წარმოჩენაა“, - აღნიშნა პიტერ სოდერმანსმა, ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულმა და ექსპედიციის კოორდინატორმა.

აღნიშნული საერთაშორისო საავიაციო ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 17 000 წევრს აერთიანებს, რაც ბათუმისა და აჭარის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და რეგიონის კერძო ავიაციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ თავისი საერთაშორისო ხედვითა და მასშტაბით საქართველოს მსოფლიოსთან კიდევ უფრო მჭიდროდ აკავშირებს. ისეთი ინიციატივები, როგორიც კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციაა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბათუმისა და მთლიანად საქართველოს მიმართ საერთაშორისო აუდიტორიის მზარდ ინტერესს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ იყოს პლატფორმა, რომელიც ქვეყანაში ახალ ადამიანებს, ახალ შესაძლებლობებსა და საერთაშორისო კავშირებს მოიზიდავს“, - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.

ბათუმში ვიზიტის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება. ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო საავიაციო ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის საერთაშორისო ზოგადი ავიაციის რუკაზე პოზიციების გაძლიერებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა