„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ სტრატეგიული კავშირების ქსელს ბრიტანულ ბაზარზე აფართოებს
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს დიდ ბრიტანეთში ძლიერი წარმომადგენლობის ჩამოყალიბება და კავშირების ქსელის გაფართოება წარმოადგენს. პროექტისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება - კომპანიამ წარმატებით გახსნა წარმომადგენლობები GCC-ის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რამაც საერთაშორისო მასშტაბით პროექტის პოზიციონირება კიდევ უფრო გააძლიერა.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინიციატივით, ბათუმმა ბრიტანულ დელეგაციას უმასპინძლა. ბრიტანული გაყიდვების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი მიზნად ისახავდა შავი ზღვის აუზში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტის სამშენებლო დინამიკის შეფასებასა და მისი საინვესტიციო პოტენციალის სიღრმისეულ ანალიზს, რაც პროექტის ბრიტანულ ბაზარზე პოზიციონირებისთვის საჭირო, სტრატეგიული გეგმის ნაწილია.
ვიზიტის დღის წესრიგი მოიცავდა მრავალმხრივ შეხვედრას, სადაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საქართველოს ბანკისა და Galt & Taggart-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ბრიტანულ დელეგაციას „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდმა პროექტის დეტალური პრეზენტაცია, სამომავლო განვითარების სტრატეგია და სამართლებრივი ჩარჩო წარუდგინა, რომელშიც ხაზგასმული იყო პროექტის ექსკლუზიურობა, ინოვაციური სტანდარტები და იურიდიული ჩარჩო, რომლებიც პრემიუმ კლასის უძრავი ქონების ბაზარზე მას დიდ უპირატესობას ანიჭებს და კუნძულს გაერთიანებული სამეფოს მაღალი მოთხოვნების მქონე საინვესტიციო წრეებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად აქცევს.
სხვა სიახლეები
Shine Energy იწყებს ახალ მიმართულებას - Shine Energy & Sustainability
30.04.2026.08:50
მზის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი წამყვანი EPC კომპანია ‘’ შაინ ენერჯი ‘’ აფართოებს თავის საქმიანობას და იწყებს ახალ მიმართულებას - ‘’ Shine Energy & Sustainability ‘’ რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
ახალი მიმართულება წარმოადგენს კომპანიის ხედვის ბუნებრივ გაგრძელებას - ენერგეტიკული გადაწყვეტილებები არ შემოიფარგლება მხოლოდ მზის ელექტროსადგურების პროექტირებითა და მშენებლობით, არამედ მოიცავს უფრო ფართო პასუხისმგებლობას გარემოსა და საზოგადოების წინაშე.
პლატფორმა გააერთიანებს სხვადასხვა აქტივობასა და ინიციატივას, მათ შორის:
ამ მიმართულების ფარგლებში კომპანია აქტიურად გაუზიარებს საზოგადოებას ცოდნასა და გამოცდილებას.
Shine Energy-ის ახალი ინიციატივა რეალობას პასუხობს და მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, რადგან მდგრადი მომავალი ერთობლივი ძალისხმევით იქმნება.
კომპანიის დამფუძნებელი, ნინო გადელია, აღნიშნავს:
„ Shine Energy & Sustainability ‘’ ჩვენი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენთვის ენერგეტიკა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა გარემოს, მომავალი თაობებისა და საზოგადოების წინაშე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავაზიაროთ უფრო ფართო აუდიტორიასთან, რათა ერთად შევქმნათ უფრო სუფთა, ეფექტური და მდგრადი გარემო. გვჯერა, რომ ცნობიერების ამაღლება არის პირველი ნაბიჯი რეალური ცვლილებებისკენ.“
შაინ ენერჯი გეგმავს, რომ ახალი მიმართულება გახდეს პლატფორმა თანამშრომლობისთვის - როგორც ბიზნესებთან, ისე ინდივიდებთან, რომლებიც იზიარებენ მდგრადი განვითარების პრინციპებს.
კომპანიის მიზანია, არა მხოლოდ დანერგოს განახლებადი ენერგიის პროექტები, არამედ ხელი შეუწყოს ეკომეგობრული აზროვნების ჩამოყალიბებას და ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანას.