ამბასადორი აილენდ ბათუმის 2025 წლის პროგრესი რიცხვებში
ამბასადორი აილენდ ბათუმი, რომელიც რეგიონის ყველაზე ამბიციური საინვესტიციო პროექტია, 2025 წელს ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც პროექტის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აღნიშნავს, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, პროექტი დაგეგმვის ფაზიდან აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა.

2025 წელს „ამბასადორი აილენდმა“ მნიშვნელოვნად გააღრმავა საერთაშორისო კავშირები:
კომპანიამ 2025 წელს უმნიშვნელოვანესი ბიზნეს-შეთანხმებები გააფორმა, მათ შორისაა - IG development-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლიც კუნძულზე 120 000 კვ/მ-ზე ულტრათანამედროვე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას მოიაზრებს.
სხვა სიახლეები
Shine Energy იწყებს ახალ მიმართულებას - Shine Energy & Sustainability
30.04.2026.08:50
მზის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი წამყვანი EPC კომპანია ‘’ შაინ ენერჯი ‘’ აფართოებს თავის საქმიანობას და იწყებს ახალ მიმართულებას - ‘’ Shine Energy & Sustainability ‘’ რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
ახალი მიმართულება წარმოადგენს კომპანიის ხედვის ბუნებრივ გაგრძელებას - ენერგეტიკული გადაწყვეტილებები არ შემოიფარგლება მხოლოდ მზის ელექტროსადგურების პროექტირებითა და მშენებლობით, არამედ მოიცავს უფრო ფართო პასუხისმგებლობას გარემოსა და საზოგადოების წინაშე.
პლატფორმა გააერთიანებს სხვადასხვა აქტივობასა და ინიციატივას, მათ შორის:
ამ მიმართულების ფარგლებში კომპანია აქტიურად გაუზიარებს საზოგადოებას ცოდნასა და გამოცდილებას.
Shine Energy-ის ახალი ინიციატივა რეალობას პასუხობს და მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, რადგან მდგრადი მომავალი ერთობლივი ძალისხმევით იქმნება.
კომპანიის დამფუძნებელი, ნინო გადელია, აღნიშნავს:
„ Shine Energy & Sustainability ‘’ ჩვენი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენთვის ენერგეტიკა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა გარემოს, მომავალი თაობებისა და საზოგადოების წინაშე. გვინდა, რომ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავაზიაროთ უფრო ფართო აუდიტორიასთან, რათა ერთად შევქმნათ უფრო სუფთა, ეფექტური და მდგრადი გარემო. გვჯერა, რომ ცნობიერების ამაღლება არის პირველი ნაბიჯი რეალური ცვლილებებისკენ.“
შაინ ენერჯი გეგმავს, რომ ახალი მიმართულება გახდეს პლატფორმა თანამშრომლობისთვის - როგორც ბიზნესებთან, ისე ინდივიდებთან, რომლებიც იზიარებენ მდგრადი განვითარების პრინციპებს.
კომპანიის მიზანია, არა მხოლოდ დანერგოს განახლებადი ენერგიის პროექტები, არამედ ხელი შეუწყოს ეკომეგობრული აზროვნების ჩამოყალიბებას და ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანას.