მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი შესთავაზებს რეგიონს მაღალი ხარისხის ურბანულ გარემოს, მდგრადი ეკოსისტემით - ARUP

news image
mbc image

„ამბასადორი აილენდ ბათუმი" გლობალურ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის. Arup-თან სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის განვითარების თანმიმდევრულ და მდგრად არქიტექტურულ ხედვას და ბუნებრივ შერწყმას ბათუმის ლანდშაფტთან. Arup დღეისათვის მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 95 ოფისით ოპერირებს და 19,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. როგორც Arup-ის არქიტექტორი და ასოცირებული დირექტორი განმარტავს, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი უახლოეს მომავალში ახალი ურბანული განვითარების პერსპექტიულ ცენტრს შექმნის.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი შესთავაზებს რეგიონს მაღალი ხარისხის ურბანულ გარემოს, მდგრადი ეკოსისტემით, რომელსაც ექნება მნიშვნელოვანი პოტენციალი გახდეს ახალი მიზიდულობის ცენტრი, როგორც ტურისტებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რადგან ეს იქნება პირველი მასშტაბური ხელოვნური კუნძული შავი ზღვის რეგიონში, რომელიც მიმზიდველი იქნება უცხოელებისთვის, თუმცა პირველ რიგში იგი ბათუმის მოქალაქეებისთვისაა შექმნილი.”- Arup-ის არქიტექტორი და ასოცირებული დირექტორი, ალევ ჩაქმაქი.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ფარგლებში Arup-მა ჭკვიანი ქალაქის კონცეფციაზე იმუშავა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიის პოტენციალი სრულად ათვისებული იქნება. 

„პროექტის გენერალური გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკომეგობრულ ტრანსპორტსა და ინოვაციურ სატრანსპორტო გადაწყვეტებს, რომლის ფარგლებშიც განიხილება ზღვის ტაქსებისა და საჰაერო ტაქსების დანერგვის შესაძლებლობა,”- მუსტაფა აი, Arup-ის უფროსი ურბანისტი.


როგორც Arup-ის ენერგეტიკისა და ენერგო და წყლის რესურსების პორტფელის ხელმძღვანელი ემინე კაზანჩი აღნიშნავს პროექტის ფარგლებში მდგრადი განვითარების სტრატეგიის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებია: დეკარბონიზაცია, რომელიც მოიცავს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას, მდგრად გათბობა-გაგრილების სისტემებს, ასევე თბოიზოლაციას; ნარჩენების სრული მართვა და „ლურჯ-მწვანე“ ინფრასტრუქტურის შექმნა.  

ამბასადორის კუნძულის  პროექტის ინოვაციური ხედვისა და მდგრადი მიდგომების რეალიზებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანია Arup, რომლის მრავალფეროვანი პორტფოლიო გლობალურ მასშტაბზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა:  სიდნეის ოპერის სახლი (ავსტრალია), მარინა ბეი სენდსი (სინგაპური), პეკინის ეროვნული სტადიონი (ჩინეთი), ვერტიკალური ტყე (იტალია), სამარყანდის აბრეშუმის გზის ტურისტული ცენტრი (უზბეკეთი), კონიას ტროპიკული პეპლების ბაღი (თურქეთი) და ტაშკენტის სასტუმრო "ჰილტონი" (უზბეკეთი).

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა