მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტის ინიცირება საქართველოში გლობალური ეკონომიკური ინიციატივის ფარგლებში მოვახდინეთ - გოჩა კამკია

news image
mbc image

„ბედნიერები ვართ, რომ ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტის ინიცირება მოვახდინეთ საქართველოში, გლობალური ეკონომიკური ინიციატივის ფარგლებში და დღეს ჩვენ გვაქვს ტრანსფორმაციულად საოცარი შედეგები პროექტის განვითარების თვალსაზრისით  -  ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა.

„თავად პროექტი, ეს არის ახალი სიტყვა, შავ ზღვაში, უძრავი ქონების განვითარებისა და მისი ახალ სიმაღლეზე აყვანის თვალსაზრისით, რომელიც მოიცავს, როგორც სასტუმროებს, ისე აპარტამენტებს, ვილებს, იახტკლუბს, ვერტოდრომს, საგანმანათლებლო-სამედიცინო დაწესებულებებს და ა.შ. პროექტი, თავიდან ბოლომდე საზოგადოების კეთილდეობაზეა ორიენტირებული, ვინაიდან ტერიტორისს 49% დათმობილია საჯარო, სარეკრეაციო სივრცეებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველოში პირველად წარვადგინეთ საერთაშორისო მასშტაბის, საზოგადოებაზე ორიენტირებული, ჰარმონიული თანაცხოვრების კონცეფცია.  

„ამბასადორი აილენდის” პროექტი განხორციელების შემდგომ, წლიურად, 65 მლნ დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს ქვეყნის ბიუჯეტში. პარალელები რომ გავავლოთ, ჩვენ შეგვიძლია ღია, საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ ეს არის ზუსტად ის ეკონომიკური მონაცემები, რომლის აკუმულირებასაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გლობალური ეკონომიკური პროექტი ახდენს,” - განაცხადა გოჩა კამკიამ. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა