„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ HOLM Developments-თან საერთაშორისო საინვესტიციო-დეველოპერული შეთანხმება გააფორმა
„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და დუბაის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დეველოპერულ კომპანია HOLM Developments-ს შორის საინვესტიციო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ავაიანმა.
გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, HOLM Developments ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე 140 000 კვ.მ ფართობზე უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დეველოპერული კომპანიის შემოსვლა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მიერ შექმნილი ინსტიტუციური მზაობისა და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს პირდაპირი შედეგია. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა ინტეგრირებულმა საინვესტიციო პაკეტებმა საერთაშორისო ინვესტორებს ბაზარზე ეფექტური, გამჭვირვალე და დაცული ინვესტიციების სრული გარანტიები შეუქმნა. ამით ამბასადორის კუნძულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მძლავრ საერთაშორისო ეკონომიკურ ჰაბს.

„საქართველო განსაკუთრებული პოტენციალის მქონე, სწრაფად მზარდ ბაზარს წარმოადგენს, ხოლო ამბასადორის კუნძულის უნიკალური ლოკაცია იდეალურ პირობებს ქმნის ჩვენი კომპანიის გაფართოებისთვის, საერთაშორისო მასშტაბით. რეგიონის პირველი, სრულყოფილი გენერალური გეგმით შემუშავებული, ხელოვნური კუნძულის პროექტი, სრულად პასუხობს იმ მაღალ ურბანულ და ინსტიტუციურ სტანდარტებს, რომლითაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვხელმძღვანელობთ. ინოვაციურ კონცეფციასთან ერთად, პროექტი გამოირჩევა უპრეცედენტო საინვესტიციო შესაძლებლობებით, რაც დაბანდებული კაპიტალის ღირებულების სწრაფ ზრდასა და მაღალ საიჯარო უკუგებაში გამოიხატება. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი დეველოპერული გამოცდილება, ამგვარ ინოვაციურ პროექტს მოვახმაროთ.“ - განაცხადა HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ავაიანმა.
„HOLM Developments-ის მიერ კუნძულის გენერალური გეგმის ფარგლებში 140 000 კვ.მ-ზე მულტიფუნქციური კომპლექსის განვითარება, $250 მილიონზე მეტი მოცულობის ინვესტიცია და მათი გრძელვადიანი გეგმები ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პლატფორმა შავი ზღვის აკვატორიაში უცხოელი ინვესტორებისთვის უმაღლესი ნდობითა და მიმზიდველობით სარგებლობს“, - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
HOLM Developments-ი დუბაის უძრავი ქონების სექტორში გამორჩეული რეპუტაციით სარგებლობს. კომპანია ოპერირებს სრულად საკუთარი კაპიტალით დაფინანსებული (equity-funded) ბიზნესმოდელით, ხოლო მისი მიწისა და სამშენებლო გარანტიების მოცულობა 1.1 მილიარდ დირჰამს (AED) აღემატება. HOLM Developments-ის პორტფოლიო არაერთ გამორჩეულ პროექტს აერთიანებს, მათ შორის: HOLM One (რომლის ბინების 50%-ზე მეტი პირველივე დღეს დაიჯავშნა, ხოლო პროექტი 10 დღეში სრულად გაიყიდა) და LINEA by HOLM (რომელიც გაყიდვების დაწყების დღესვე სრულად ამოიყიდა).
დაგეგმილი მულტიფუნქციური კომპლექსის ოფიციალური წარდგენა 28 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნესსექტორის ლიდერები, ასევე დუბაიდან სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო მედიისა და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები. მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნობიან პროექტის მასშტაბს და საკუთარ გლობალურ აუდიტორიას გაუზიარებენ ინფორმაციას „ამბასადორი აილენდის“, ბათუმისა და საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
სხვა სიახლეები
უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი
05.10.2026.19:27
რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.
უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.
სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.
თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.
ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.
უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.
- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?
„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.
ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?
„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.