მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

news image
mbc image

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“  - შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მის მიერვე, საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილი 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრივატიზების პროცესი ეხება მიწის იმ ტერიტორიას, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, შავი ზღვის აკვატორიაში. დღეისათვის, „ამბასადორი აილენდის“ საპროექტო არეალში უკვე შექმნილი და ექსპლუატაციაში მიღებულია 48 ჰექტარი მიწის ტერიტორია, საიდანაც 28 ჰექტარი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პროექტის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ეფექტიან თანამშრომლობას მასშტაბური საინვესტიციო პროექტების აღსრულების მიმართულებით.

პროექტის განვითარების სწრაფი დინამიკა საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის მობილიზების ყველაზე მასშტაბურ ლოკაციას წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის, ოთხი ქართული კომპანიის მიერ სხვადასხვა პროექტებში ხორციელდება 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. კუნძულის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოები.

„ტერიტორიაზე, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, საკუთრების უფლების მინიჭება პროექტის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აძლიერებს პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მკაფიო სიგნალია, რომ საქართველო მზად არის მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების პროექტების რეალიზებისთვის,“ - განაცხადა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა

პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ფისკალურ და საინვესტიციო ეფექტს შექმნის. შეფასებების მიხედვით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარის საგადასახადო შემოსავლების გენერირებას უზრუნველყოფს.  საერთაშორისო კვლევების თანახმად დასაქმდება 20 000- მდე მოქალაქე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა