მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

ამბასადორი ჯგუფმა კაჭრეთში „საავიაციო სოფელი” გახსნა

news image
mbc image

კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გაიხსნა. მისი მიზანია დაეხმაროს, მცირე ავიაციის და ავია ტურიზმის განვითარებას საქართველოში და ამ მხრივ შექმნას ქვეყნისთვის დამატებითი ტურისტული პოტენციალი. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სასეირნო ფრენებით, გადაუფრინონ ალაზნის ველსა და სიღნაღს, დატკბნენ კავკასიონის მთათა სისტემის ულამაზესი ხედებით, ასევე გადაფრინდნენ სვანეთში, ბათუმში და საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში. დაინერგება ავია ტაქსის (Air Taxi) სერვისიც.

პროექტის ერთი ნაწილი დაეთმობა აეროდრომს, ანგარს და შესაბამის ინფრასტრუქტურას, ხოლო მეორე ნაწილზე იგეგმება ავია ვილების მშენებლობა. ტერიტორიაზე მოეწყობა ძირითადი და სათადარიგო ასაფრენი ბილიკები. ძირითადი ბილიკის სიგრძე 1185 მეტრი, სიგანე კი 18 მეტრი იქნება. სათადარიგო ბილიკის სიგანე - 9 მეტრია. აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდება ასევე სკოლა, რომელიც EASA - ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (European Union Aviation Safety Agency) მიერ იქნება აკრედიტირებული, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საჰაერო ხომალდების მართვა და კურსების წარმატებით გავლის შემთხვეაში აიღონ, როგორც ულტრამსუბუქი საჰაერო ხომალდის მართვის, ასევე კერძო საპილოტე ლიცენზია - Private Pilot Licence (PPL). აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მართოს ულტრამსუბუქი ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც გათვლილია 2-6 ადამიანზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება საავიაციო კლუბის დაფუძნებაც, რომელიც რეგულარულად უმასპინძლებს ავია გამოფენებს, შოუებს და ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა პროფილურ ღონისძიებებს. ჩვენმა კომპანიამ უკვე მოიპოვა დარგში ისეთი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლისა და დილერის სტატუსი, როგორიცაა Bristell, Brm Citius და Diamond. აღსანიშნავია, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა ტექნიკური ცენტრი, რომელიც საჰაერო ხომალდებს ტექნიკურ მომსახურებას გაუწევს და შესთავაზებს სპეციალურ სადგომს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება

22.10.2026.18:55

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო.

22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა.

თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა, შედეგად, ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა