მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ამბასადორის კუნძულზე, „ორიგამი ჰოლდინგი” მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს

news image
mbc image

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და „ორიგამი ჰოლდინგს“ შორის შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას,რომლის ფარგლებშიც „ორიგამი ჰოლდინგი“ 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსდება. აღნიშნული ინვესტიცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯს წარმოადგენს კუნძულის, როგორც მულტიფუნქციური ლოკაციის განვითარების მიმართულებით და მნიშვნელოვნად აძლიერებს მისი, როგორც სწრაფად მზარდი ეკონომიკურ და ტურისტული ჰაბის პოზიციას.

„ორიგამი“ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მრავალპროფილურ ჰოლდინგს წარმოადგენს, რომელსაც ოპერირების 18 წლიანი პერიოდის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული პროექტი განუხორციელებია, მათ შორის, ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი White Sails. წლების განმავლობაში, „ორიგამი ჰოლდინგს“ საქართველოს მასშტაბით 3,000,000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი აქვს დაპროექტებული, ხოლო სტუმარმასპინძლობის სექტორში მილიონზე მეტ ვიზიტორს მოემსახურა.

აღნიშნული პარტნიორობა აერთიანებს ორ კომპანიას, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება, განვითარების გრძელვადიანი ხედვა და საერთო მიზანი აკავშირებს - შექმნან პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ურბანულ და ეკონომიკურ წინსვლას.

„ამგვარი პარტნიორობა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მასშტაბისა და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ ერთი მნიშვნელოვან დასტურს წარმოადგენს,“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ. „ისეთი ძლიერი ადგილობრივი პარტნიორის ჩართულობა, როგორიცაა „ორიგამი ჰოლდინგი“, ნათლად აჩვენებს იმ სინერგიას, რომელიც ჩვენს პროექტსა და ქართულ ბიზნესსაზოგადოებას შორის არსებობს. ჩვენ ერთად ვქმნით განვითარების ახალ პლატფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ბათუმის და სრულად რეგიონის, ახალი ეკონომიკური და ტურისტული ჰაბის როლს.“

დაგეგმილი პროექტი „ამბასადორი აილენდის“ საერთო განვითარების ნაწილი გახდება. კუნძული, როგორც საცხოვრებელი, ბიზნეს, დასასვენებელი და საინვესტიციო დანიშნულების ახალი კერა, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად და რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტს ადგენს, სადაც თანამედროვე ჭკვიანი ქალაქი, მდგრადი განვითარების პრინციპების სრული დაცვით ფორმირდება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა