მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

Ambience-მა საახალწლოდ პრემიუმ შოკოლადის ხაზი დაამატა

news image
mbc image

საახალწლოდ პრემიუმ შოკოლადის ხაზი დავამატეთ, - ამის შესახებ კომპანია Ambience Concept Store -ს დამფუძნებელმა და დირექტორმა მაიკო ჯიმშელეიშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა.

კომპანიას, პრემიუმ ხაზის ხელნაკეთი შოკოლადის დასამზადებლად ნედლეული ბელგიიდან და საფრანგეთიდან ჩამოაქვს, ხოლო შოკოლადი თბილისში მზადდება.

„ამ ეტაპზე შოკოლადს საახალწლოდ ვამზადებთ კორპორაციული შეკვეთებისთვის. სტანდარტულად ოთხი სახის შოკოლადი გვაქვს: შავი, რძიანი, კარამელი და რუბი. ჩვენი ნიშა როგორც ვიზუალით ისე ხარისხით პრემიუმ ხაზია და სხვა ნაწარმისგან სწორედ ამით განსხვავდება“, - განაცხადა მარიკო ჯიმშელეიშვილმა.  

Ambience Concept Store -ს ხელნაკეთი შოკოლადები კორპორაციულის გარდა ხელმისაწვდომია საცალო ბაზარზეც. შოკოლადი ონლაინ იყიდება.

„მუყაოს ყუთებში 250-350 გრამიანი შეფუთვები გვაქვს. ფასი 55 და 77 ლარია. ოთხი წელია საახალწლოდ ვაკეთებთ შოკოლადს. შესაძლოა, ეს ხაზი შემდგომშიც შევინარჩუნოთ. საახალწლოდ შეკვეთების წილი მაღალია, რადგან ძირითადად კორპორაციულ შეკვეთებზე  ვმუშაობთ,“- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

 Ambience Concept Store -ს ასორტიმენტში არის ასევე გველის ფორმის სათამაშოები და ფიროსმანის ხაზი. კერძოდ, ფიროსმანის ნახატების მიხედვით შექმნილი ხელით მოხატულ საკოლექციო ფიგურები. 

„რადგან წელს გველის წელია, ამიტომ მომხმარებელს ვტავაზობთ გველის ფორმის სათამაშოებს.  გვაქვს ფიროსმანის ხაზის რამდენიმე მოდელი, რომელიც ჩვენი კომპანიის შეკვეთით დამზადდა პოლონეთში და ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს,“- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.  

Ambience Concept Store არის კონცეპტუალური მაღაზია, სადაც ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სახლის აქსესუარები, სასაჩუქრე ნივთები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“

06.10.2026.12:19

9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ უმასპინძლებს.

თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.

ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა - არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს. გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება.

ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკული ნამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწის გარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულ ფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალად წარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.

მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები და პროცესის ჩანაწერები.

ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელს მან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასა და კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზების ძიებას ემსახურება.

თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.

გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა