ამერიკის სავაჭრო პალატის და MAC Georgia-ს პროგრამის ფარგლებში 61 სტიპენდიატი გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯებს უფინანსებს.
2024-2025 სასწავლო წლის გამარჯვებულები ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ცერემონიაზე გამოვლინდნენ, რომელიც რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა.
წელს სტიპენდია 35-მა სტუდენტმა მიიღო.
ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამებს, ინგლისური ენის კურსებს და სხვადასხვა ტრენინგებს ახორციელებენ.
“საქართველოს ბანკი სტუდენტების მხარდაჭერას განაგრძობს. ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის ერთ-ერთი ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამაა. უკვე მეორე წელია, პარტნიორებთან ერთად სტუდენტებს სწავლის ხარჯებს სრულად, ხოლო საცხოვრებელ ხარჯებს ნაწილობრივ ვუფინანსებთ. ორი წლის განმავლობაში 61 სტიპენდიატი გამოვლინდა და ვიმედოვნებთ, მომავალში ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ამერიკის სავაჭრო პალატის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
MAC Georgia-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.