მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ამერიკული ავიახაზების საწვავის ხარჯები აპრილში $6.5 მილიარდამდე გაიზარდა

news image
mbc image

აშშ-ის ავიაკომპანიების საწვავის ხარჯები აპრილში წინა წელთან შედარებით 78%-ით გაიზარდა და თითქმის 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი თვითმფრინავის საწვავის ფასებს ზრდის, განაცხადა აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა ორშაბათს.

დეპარტამენტის ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, ავიაკომპანიების საწვავის ხარჯები მარტთან შედარებით 26%-ით გაიზარდა, თუმცა კომპანიებმა აპრილში მარტთან შედარებით 2.6%-ით ნაკლები საწვავი გამოიყენეს. ამასთან, საწვავის ფასი აპრილში გალონზე 4.11 დოლარი იყო, რაც 1.81 დოლარით მეტია 2025 წლის აპრილთან შედარებით. უწყების თქმით, ეს ტენდენცია უკვე ახდენს გავლენას სექტორზე.

ულტრა დაბალბიუჯეტურმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ Spirit Airlines მაისში საქმიანობა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მზარდმა საწვავის ფასებმა სხვა არჩევანი არ დაუტოვა. Delta Air Lines (DAL.N), United Airlines (UAL.O), American Airlines (AAL.O) და Southwest Airlines (LUV.N) შეადგენენ აშშ-ის შიდა ფრენების დაახლოებით 80%-ს.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციამ (IATA), რომელიც 370-ზე მეტ ავიაკომპანიას აერთიანებს და გლობალური ავიამიმოსვლის დაახლოებით 85%-ს ფარავს, თავის წლიურ ანგარიშში განაცხადა, რომ 2026 წელს ინდუსტრიის ერთობლივ წმინდა მოგებას 23 მილიარდ დოლარად პროგნოზირებს. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა პროგნოზზე - დაახლოებით 41 მილიარდ დოლარზე  და 2025 წლის 45 მილიარდ დოლარზეც ნაკლები.

KAYAK-ის საძიებო მონაცემების მიხედვით, აშშ-დან დაწყებული ფრენების საშუალო ტარიფები წელს გაიზარდა: შიდა რეისებზე 31%-მდე, ხოლო საერთაშორისო რეისებზე 22%-ით, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა