ამერიკული ლეგენდარული ბრენდი - Cadillac, საქართველოში, General Motors-ისა და Lynx Motors-ის მხარდაჭერით შემოდის
General Motors-ი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბაზრებზე რეგიონულ გაფართოებას აგრძელებს და საქართველოს ბაზარზე, ლეგენდარულ ამერიკულ ბრენდს, Cadillac-ს ოფიციალურად, Lynx Motors-ის მხარდაჭერით წარადგენს.

საქართველოს ბაზარზე Cadillac-ის შემოსვლა General Motors-ის სტრატეგიის ნაწილია და საქართველოს, როგორც რეგიონული ბიზნესისა და ვაჭრობის ცენტრის მიმართ ინტერესს უკავშირდება.

„ასეთი მასშტაბის პროექტი მხოლოდ ახალი ბრენდის შემოსვლას არ ნიშნავს. ის, საქართველოს საავტომობილო ინდუსტრიაში ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. Cadillac-ის საქართველოში შემოსვლა, ჩვენთვის მხოლოდ ავტომობილების გაყიდვა არ არის. ჩვენი მიზანია, მომხმარებლების ნდობა მოვიპოვოთ, შევქმნათ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება და საქართველოში, Cadillac-ის განვითარებისთვის მყარი საფუძველი დავამკვიდროთ”, - Tommy Hosea, GM International and China-ს ვიცე-პრეზიდენტი GPSC და GM Central Asia-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

Lynx Motors-თან პარტნიორობით Cadillac საქართველოში იმ სტანდარტების შესაბამისად იქნება წარმოდგენილი, რომლებსაც ბრენდი, მომხმარებლებს, მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს. პროცესს Lynx Motors-ის პროფესიონალთა გუნდი გაუძღვება.

„General Motors-ის მხრიდან გამოხატული ნდობა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. Cadillac-ის მსგავსი მასშტაბისა და ისტორიის მქონე ბრენდის საქართველოში წარმოდგენა ჩვენთვის გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისია და გვინდა, ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ჩვენთვის, Cadillac-ის საქართველოში შემოსვლა შესაძლებლობაა, შევქმნათ ახალი სტანდარტი - გავაერთიანოთ ამერიკული მემკვიდრეობა, ინოვაცია, დიზაინი და ტექნოლოგია ისეთ გამოცდილებასთან, რომლის ცენტრში ადამიანი და მისი მოლოდინებია”, - გიორგი ფოცხვერია, Lynx Motors-ის თანადამფუძნებელი.

Cadillac-ის შოურუმი უახლოეს პერიოდში თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე გაიხსნება. სამსართულიანი სივრცე გააერთიანებს შოურუმს, სრულად აღჭურვილ სერვისცენტრსა და მომხმარებელთა პრემიუმ ლაუნჯს.
შოურუმის გახსნის თარიღის, მასში წარმოდგენილი ავტომობილების მოდელებისა და Cadillac-ის საქართველოში ოფიციალური შემოსვლის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე: cadillac.lynxmotors.ge.
General Motors-ის შესახებ
General Motors-ი ტრანსპორტის მომავალს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის და მომხმარებლებს უფრო უსაფრთხო, ჭკვიან და დაბალი ემისიის მქონე მსუბუქი, მაღალი გამავლობის და SUV-ის ტიპის ავტომობილებს სთავაზობს.
GM-ის Buick, Cadillac, Chevrolet და GMC ბრენდები მომხმარებლებს სთავაზობენ ინოვაციური, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების ფართო არჩევანს და ინდუსტრიაში ელექტრომობილების ყველაზე მრავალფეროვან პორტფელს. კომპანია სრულად ელექტრიფიცირებულ მომავალზე გადასვლისკენ მიემართება.

ინფორმაცია იხილეთ: GM.com
Lynx Motors-ის შესახებ
Lynx Motors აერთიანებს ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდს. კომპანიის საქმიანობას საფუძვლად უდევს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება, ძლიერი პროფესიული კომპეტენცია და ინდუსტრიის სიღრმისეული ცოდნა.

სხვა სიახლეები
„მუსიკის სახლი“ ახალი ფილიალის გახსნას და ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას გეგმავს
06.10.2026.18:00
2005 წელს დაარსებული „მუსიკის სახლი“ საქართველოში მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მიმართულებით საქმიანობს და მომხმარებლებს 20-მდე საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას სთავაზობს.
კომპანიის საქმიანობის, მომხმარებელთა მოთხოვნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „მუსიკის სახლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ბერიაშვილი ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„მუსიკის სახლი“ 2005 წელს ოთხი მეგობრის საერთო იდეით დაარსდა. დღეს „მუსიკის სახლი“ მუსიკალური ინსტრუმენტებისა და აუდიო-ვიზუალური ტექნიკის მაღაზიაა, რომელიც საქართველოში 20-მდე საერთაშორისო ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენს. მომხმარებლებს ვთავაზობთ არჩევანს როგორც პირველი ინსტრუმენტის შესაძენად, ისე პროფესიული საქმიანობისთვის.

ჩვენ გვსტუმრობენ ინდივიდუალური მომხმარებლები, მუსიკოსები და ორგანიზაციები - მათ შორის სკოლები, თეატრები, საკონცერტო სივრცეები და რესტორნები. პროდუქციის შერჩევა შესაძლებელია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში, ასევე, ონლაინ. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, საერთაშორისო ბრენდების ხარისხიანი პროდუქცია საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. დღეს კი, ჩვენს მაღაზიებში, მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ინსტრუმენტები.
როგორ აფასებთ მომხმარებლის მოთხოვნას და რომელ კატეგორიებსა და პროდუქტებზე ფიქსირდება ყველაზე დიდი ინტერესი?
ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები კლავიშიანი ინსტრუმენტები და გიტარებია. ამ მიმართულებებში, მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Roland, Casio, Fender, Gibson, Epiphone და Alhambra და ა.შ. „მუსიკის სახლის“ მომხმარებლების ინტერესები მრავალფეროვანია. ჩვენთან სასურველ პროდუქტს პოულობენ პროფესიონალი მუსიკოსები, დამწყებები და მოყვარულები.

ბოლო პერიოდში, აქტიური მუშაობის შედეგად, გაიზარდა ინტერესი სახლის აუდიოტექნიკის მიმართ, რომელიც მომხმარებელს საკუთარ სივრცეში მუსიკის ხარისხიანად მოსმენის საშუალებას აძლევს. მელომანების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, მომავალში, ამ კატეგორიაში უფრო მეტი ბრენდი და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ სტუმრებს.
ჩვენს ასორტიმენტში, ასევე, წარმოდგენილია მუსიკის შექმნისთვის საჭირო აღჭურვილობა, ბგერითი თერაპიისა და სამედიტაციო ინსტრუმენტები. თითოეულ მიმართულებაში მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ჟღერადობა და მის საჭიროებებთან შესაბამისობა.
როგორ ვითარდება „მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი და რა ახალი ბრენდების ან პროდუქტების დამატებას გეგმავთ?
„მუსიკის სახლის“ ასორტიმენტი მუდმივად ვითარდება. ვაკვირდებით მომხმარებლების ინტერესებსა და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე არსებულ სიახლეებს, რათა სხვადასხვა გამოცდილებისა და საჭიროების მქონე მუსიკოსებსა და მელომანებს საქართველოში ფართო არჩევანი შევთავაზოთ.
ამ კუთხით, ეს წელი ჩვენთვის გამორჩეული იყო. დავამატეთ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Gibson, Epiphone, KRK, Peavey და Steinberger. 2027 წლისთვის უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ ბრენდებთან. ვგეგმავთ, გავაფართოოთ მელომანებისთვის განკუთვნილი სახლის აუდიოტექნიკისა და Hi-Fi მოსასმენი მოწყობილობების არჩევანი, ასევე გავაძლიეროთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულება და მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებები მოვუმზადოთ.
რა არის კომპანიის განვითარების მთავარი სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, „მუსიკის სახლი“ კიდევ უფრო ახლოს იყოს ადამიანებთან, რომლებიც მუსიკას ქმნიან, უსმენენ ან ამ ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამენ. ვხსნით ახალ ფილიალს და წელსვე ვუშვებთ ახალ ვებგვერდს, ელექტრონული კომერციის პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ინსტრუმენტების შერჩევის პროცესს გაუმარტივებს. ამასთან, ვაფართოებთ ასორტიმენტს და ვაძლიერებთ პროფესიონალური აუდიოსისტემების მიმართულებას.

ასევე, ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას მუსიკოსებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზაციებთან. ჩვენთვის განვითარება მხოლოდ ახალი პროდუქტების დამატებას არ ნიშნავს. გვსურს, მეტ ადამიანს მივცეთ მუსიკასთან დაახლოების შესაძლებლობა და დავეხმაროთ მათ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტებისა და აუდიოტექნიკის შერჩევაში.