ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
22 წლიანი გამოცდილებით, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი, რომელიც ამჟამად სამსასკოლო კამპუსს აერთიანებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. სკოლა ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით – საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს – College Board-ის მიერ.
1990-იანი წლების ბოლოს, როგორც სტარტაპი, პროგრესი დასაწყისშივე ფოკუსირებული იყო მდგრადობისა და ინოვაციების კონცეფციაზე. ამ ღირებულებებმა და სტრატეგიებმა განაპირობა პროგრესის ბრენდის მტკიცე იდენტობა, რაც მომხმარებელთა ლოიალობასა და ნდობას აძლიერებს. პროგრესმა ძირითადი პრინციპების მეშვეობით შეძლო წარმატების მოპოვება, შენარჩუნება და განვითარება საგანმანათლებლო სფეროში.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი წლებია წარმატებით ახორციელებს ისეთ საერთაშორისო პროგრამებს, როგორებიცაა: გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, დიპლომატიური სასწავლო ვიზიტი ბრიუსელსა და ჰააგაში, ინგლისური ენის სასწავლო პროგრამა დიდ ბრიტანეთში, ზაფხულის და ზამთრის სკოლა პრაღაში, გაეროს მოდელირებული კონფერენციები რომსა და ნიუ-იორკში.
პროგრესის სამივე სკოლის ბაზაზე დაფუძნებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მსურველებს სთავაზობს მოსამზადებელ კურსებს სხვადასხვა მიმართულებით: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება (ძირითადი და არჩევითი საგნები), AP საგნები, SAT, IELTS, FCE, TOEFL-ის გამოცდებისთვის მომზადება, ზოგადი ინგლისური ენის კურსი.
პროგრესში ფორმალურთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას, რაც მოსწავლეებს ეხმარება თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. სკოლაში ფუნქციონირებს ინტელექტუალური კლუბი, რომლის ფარგლებშიც იმართება გუნდური ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? და ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაში ჯეპარდი. დებატების, წიგნიერების, კინო, მოლაშქრეთა, სამაგიდო თამაშების, ეკოკლუბი, არტთერაპიის და ა.შ. კალათბურთის, ჭადრაკის, ხელსაქმის, ხატვის, ცეკვის და თეატრალური წრეები.
სკოლა პროგრესი ორიენტირებულია ფეხი აუწყოს ტექნოლოგიურ სიახლეებს. შედეგად, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს საბავშვო ტექ-სკოლა Re:School, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ვებ პროგრამირების საფუძვლები, კიბერ უსაფრთხოება, ვებ დიზაინი და თამაშების შექმნა. გარდა ამისა, სამივე ქალაქის სკოლა აღჭურვილია ქიმიის, ბიოლოგიისა და STEM–ის თანამედროვე ლაბორატორიებით.
„მივესალმებით ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. 22 წლიანი გამოცდილებით, ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი წარმატებით აგრძელებს განათლების ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვას საქართველოში. სკოლაში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურული გარემო და ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც ქმნიან საიმედო საფუძველს ჩვენი მომავალი თაობებისთვის.
საერთაშორისო პროგრამები, არაფორმალური განათლება, ინოვაცია და ტექნოლოგიები პროგრესის ძლიერი მხარეა. როგორც მოგეხსენებათ, განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება ბიზნესის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.