ანაბარი - „საერთო მიზანი“ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მათ უმარტივებს ცხოვრებას.
ანაბარი - „ჩვენი საერთო მიზანი“, თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც სწორედ მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა და ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ანაბრების სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, “საერთო მიზნით” დაგროვება უფრო მარტივია, რადგან აგროვებთ არა მარტო, არამედ ახლობელ ადამიანებთან ერთად.
საერთო მიზნებისთვის ანაბრის გახსნა პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდან, მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ.
ანაბრის გახსნის ინსტრუქცია:
თიბისის მობაილბანკში უნდა შეხვიდეთ პროდუქტების გვერდზე, აირჩიოთ ანაბარი, გადახვიდეთ პროდუქტზე - „ჩვენი საერთო მიზანი“ და არსებული შაბლონებიდან (მოგზაურობა, საჩუქარი, ქორწილი, სტარტაპი, სახლი, ბავშვისთვის, და სხვა) აირჩიოთ თქვენთვის სასურველ მიზანი ან შექმნათ საკუთარ მიზანი და დაარქვათ სასურველი სახელი, რადგან საერთო სახელის დარქმევა საერთო მიზანს უფრო ხელშესახებს ხდის. ბოლოს კი, აირჩიოთ ანაბრის ვადა (1-დან 24 თვემდე ნებისმიერი ვადით) და დაიწყოთ დაგროვება საერთო მიზნისთვის.
ანაბრის შექმნის შემდეგ, რასაც რამდენიმე წამი სჭირდება, ბმულით იწვევთ ჯგუფის წევრებს, რომლებთან ერთადაც აპირებთ დაგროვებას - ჯგუფის წევრების რაოდენობა შეზღუდული არ არის, აგროვებთ იმდენ ადამიანთან ერთად, რამდენთანაც გსურთ. მოწვევის ბმულის გაზიარება კი, მობაილბანკიდან გაუსვლელად, ნებისმიერი არხის საშუალებით შეგიძლიათ - Messenger, Whatsapp, Instagram, Mail… ასევე, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეძლებთ ჯგუფის დატოვებასაც.
მობაილბანკიდან ანაბრის გახსნის შემთხვევაში, მიიღებთ სტანდარტულზე 0.5%-ით მაღალ სარგებელს ნებისმიერ ვალუტაში, წლიური ეფექტური ლარში 8.83%-დან. პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
დაიწყეთ დაგროვება დღესვე თქვენი საერთო მიზნებისთვის - გახსენით ანაბარი “ჩვენი მიზანი” მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან.
ანაბრის გახსნის ვიდეო ინსტრუქციის სანახავად კი, გადადით ბმულზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
„სტუდია 9“ თელავის, რუსთავისა და წყალტუბოს ახალ სტადიონებს UEFA-ს სტანდარტების მიხედვით აპროექტებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რას აჩვენებს დაზუსტებული მონაცემები
სხვა სიახლეები
Fitch-მა თიბისი ბანკის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა
13.11.2026.14:38
Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და ბანკის „BB“ რეიტინგი დაადასტურა. ასევე, დადასტურდა თიბისი ბანკის დამოუკიდებელი საკრედიტო რეიტინგი (VR) „bb“ დონეზე.
Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია თიბისის წამყვან პოზიცია საქართველოს საბანკო ბაზარზე, მისი ძლიერ ფინანსური შედეგები და კაპიტალის მაღალი მაჩვენებელი.
Fitch-ის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვლას უკავშირდება. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის საკრედიტო პროფილის გაძლიერება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებას, სექტორში შემოსავლებისა და დაკრედიტების ზრდას და, განსაკუთრებით, თიბისის ძირითადი საკრედიტო მაჩვენებლების გაძლიერებას.