მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7210
0.0303
flag
AZN 1.5292
0.0019
flag
CNY 39.064
0.0103
flag
EUR 2.9116
0.0182
flag
GBP 3.4902
0.0317
flag
KZT 57.31
0.0001
flag
TRY 0.052
-0.0001
flag
USD 2.5992
0.0033
news banner

ანაკლიის პორტის პარალელურად ყველაზე მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი და ჰაბები უნდა განვითარდეს - დარწმუნებული ვარ, საკმაოდ კარგი პროექტი გამოვა | Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი

news image
mbc image

ანაკლიის პორტის პარალელურად ყველაზე მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი და ჰაბები უნდა განვითარდეს - დარწმუნებული ვარ, საკმაოდ კარგი პროექტი გამოვა, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„თბილისი დაახლოებით საქართველოს ეკონომიკის 60-70%-ია, ძირითადად აქ ხდება თავმოყრა, თუმცა ფოთი დღეს პირველია სატრანზიტო ტვირთების მიმართულებით, სადაც ჩვენც უკვე თვენახევარში გავიხსნებით. საკმაოდ ლამაზი ლოგისტიკური ცენტრი გამოვიდა, იმიტომ, რომ ვიზუალსაც ვაქცევთ ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ B2B-ში ვართ და ტურისტებს არ ველოდებით, მაინც გვსიამოვნებს, როცა ხარისხიან პროდუქტს ვთავაზობთ. ხშირად ჩამოდიან ჩვენთან სხვა ქვეყნების დელეგაციები და ამ მიმართულებითაც აქტიურად ვართ ჩართული.

ფოთი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია, თუმცა ფოთს აქვს პრობლემა: ვიცით, რომ ბევრი ჭაობიანი ადგილია და მიწის ფართობის თვალსაზრისით საკმაოდ მცირე რესურსი აქვს მიწის ფონდი საკმაოდ დაბალია.

საინტერესოა ქუთაისი-სამტრედიის ზონა, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. ველოდებით, რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტსაც, რომლის უკანაც უნდა განვითარდეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი და ჰაბები, რისი მოლოდინიც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ კარგი პროექტი გამოვა“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Lilac Flowers A&G - ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი თაიგულები და გამორჩეული ფლორისტიკული ხელწერა

02.11.2026.10:00

ყვავილების მაღაზია Lilac Flowers A&G მომხმარებლებს ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ თაიგულებს, ყვავილების კომპოზიციებს, ქოთნის მცენარეებსა და სხვადასხვა სახის საჩუქრებს სთავაზობს. კომპანია ბაზარზე რამდენიმე თვეა, რაც ოპერირებს და მიზნად განსხვავებული ფლორისტიკული ხელწერის შექმნას ისახავს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს თანადამფუძნებელი გვანცა ობოლაშვილი ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებს Lilac
Flowers A&G ბაზარზე და რა პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს
მომხმარებლებს?

Lilac Flowers A&G სულ ახლახანს, 24 აგვისტოს გაიხსნა. ჩვენი მთავარი მიმართულება თანამედროვე ფლორისტიკისა და ინდივიდუალური დიზაინის გაერთიანებაა. ბრენდის კონცეფცია განსხვავებული, ორიგინალური იდეით შექმნილ თაიგულებს ეფუძნება, რომლებიც ეტაპობრივად Lilac Flowers-ის გამორჩეულ ხელწერას აყალიბებს.

მომხმარებლებს, თაიგულებისა და ყვავილების კომპოზიციების გარდა, ქოთნის მცენარეებს, რბილ სათამაშოებს, სურნელოვან სანთლებსა და სხვადასხვა ტიპის საჩუქრებსაც ვთავაზობთ.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი? როგორ არჩევთ ყვავილებს და რა
პრინციპით ქმნით თაიგულების დიზაინს?

ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე სტილის თაიგულებსა და ყვავილების კომპოზიციებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერიმენტები და ახალი იდეების განხორციელება. ვცდილობ, შევქმნა ისეთი თაიგულები და კომპოზიციები, რომლებიც ქართულ ბაზარზე ჯერ ნაკლებად არის წარმოდგენილი ან საერთოდ არ გვხვდება. ხშირად დიზაინს წინასწარ განსაზღვრული მოდელის მიხედვით კი არა, საკუთარი ფანტაზიით ვქმნი.

ჩვენს გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა ე.წ. „კორსეტის თაიგული“, რომლის იდეა და დიზაინიც თავად შევქმენი. ფლორისტიკა დამოუკიდებლად ვისწავლე და მუდმივად ვცდილობ, ახალი ფორმებისა და იდეების საშუალებით განსხვავებული კომპოზიციები შევქმნა. მინდა, Lilac Flowers-ს საკუთარი, ადვილად ამოსაცნობი ხელწერა ჰქონდეს.

რით გამოირჩევა Lilac Flowers A&G კონკურენტებისგან და რა არის კომპანიის
მთავარი უპირატესობა? რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ყვავილების ხარისხი, კომპოზიციების დიზაინი და მომსახურების სისწრაფე?

ვფიქრობ, Lilac Flowers A&G-ის მთავარი განსხვავება ინდივიდუალური დიზაინი და გამორჩეული ხელწერაა. ჩემი მიზანია, შევქმნა ისეთი თაიგულები, რომლებიც მხოლოდ ლამაზი კომპოზიციები კი არ იქნება, არამედ კონკრეტულად Lilac Flowers A&G-სთან ასოცირდება.

მუდმივად ვცდილობ, ერთმანეთს შევუხამო ახალი ფორმები, ფერები და იდეები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდეს ის სტილი, რომელიც ეტაპობრივად Lilac Flowers A&G-ის ხელწერად ყალიბდება. მინდა, მომხმარებელმა თაიგულის დანახვისას ჩვენი ამოცნობა შეძლოს და თქვას: „ეს Lilac Flowers-ის სტილია“. სწორედ ასეთი უნიკალური იდენტობის შექმნაა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ? იგეგმება თუ არა ასორტიმენტის
გაფართოება, მომსახურების განვითარება ან ბიზნესის მასშტაბის ზრდა?

Lilac Flowers A&G-ისთვის ყვავილები მხოლოდ პროდუქტი არ არის. ჩვენი მიზანია, ადამიანებს სიყვარულის, მადლიერების, მონატრებისა თუ უბრალოდ ყურადღების გამოხატვაში დავეხმაროთ.

 

რა თქმა უნდა, გვინდა, Lilac Flowers A&G ეტაპობრივად განვითარდეს და მომავალში სხვა ფილიალებიც გავხსნათ, რათა ჩვენი სტილი და იდეები უფრო მეტ მომხმარებლამდე მივიტანოთ. ამასთან, მომხმარებლის კომფორტზე ვართ ორიენტირებული. ჩვენი პროდუქცია დამატებულია Wolt-ის აპლიკაციაში, რაც მომხმარებლებს შეკვეთის კიდევ უფრო მარტივად გაფორმების შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა