მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ანანო გაბუნიას გზა საქართველოს ბანკისა და MASE-ს სტიპენდიატობიდან კანის ლომებზე გამარჯვებამდე

news image
mbc image

„ოფიციალურად ანა მქვია, მაგრამ ყველა ანანოს მეძახის. ვარ არტ-დირექტორი ფინანსისტის დიპლომით (რომელიც სადღაც შორს, რომელიღაც უჯრაშია ჩაკეტილი)“, — ასე გვეცნობა ანანო გაბუნია თავის ვებგვერდზე. ყოფილ მონაცემთა ანალიტიკოსს, ერთ დღეს „ექსელის“ ფაილები შენახვის გარეშე დაუხურავს და გულის კარნახით, სარეკლამო ინდუსტრიაში აღმოჩენილა.

ანანო ქართველი არტ-დირექტორი, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, საქართველოს ბანკისა და MASE-ს ერთობლივი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი და ახლა უკვე კანის ლომების გამარჯვებულიცაა.

კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ანანომ, მეწყვილესთან ერთად, Future Lions-ის პრიზი მოიპოვა. ეს კანის ლომებზე ერთადერთი სტუდენტური კატეგორიაა, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის დიდი კონკურენციით ხასიათდება.

თავგადასავლებით სავსე კარიერული განვითარების გზის შესახებ ანანო თავად გვიყვება:

შეცვლილი პროფესია და პირველი ნაბიჯები

„პირველი ნაბიჯები კრეატიულ ინდუსტრიაში მოულოდნელად გადავდგი: ESM-ის ფინანსების დიპლომით ხელში, სრულიად სხვა სფეროში ვმუშაობდი, თუმცა გული ყოველთვის სარეკლამო საქმისკენ მიმიწევდა“, - გვიყვება ანანო, - „Ad Black Sea-ზეც დავდიოდი და კანის ლომების ღონისძიებებსაც ვესწრებოდი. ერთ დღესაც, გადავწყვიტე, რომ დრო იყო, შანსი მიმეცა ჩემი ოცნებისთვის და კარიერა 180 გრადუსით შემომეტრიალებინა. ასე დავიწყე მუშაობა Redberry-ში ჯუნიორად და ჩემს ფინანსების დიპლომსაც გულისწყვეტის გარეშე გამოვემშვიდობე“.

ანანო ამბობს, რომ ყველაზე გარდამტეხი ამბები მის ცხოვრებაში ყოველთვის მაშინ ხდებოდა, როცა გადაწყვეტდა, რომ ახლა სხვა რამე უნდა ეცადა. ასე აღმოჩნდა კრეატიულ სფეროში, მერე კი, გადაწყვიტა, რომ მიმართულება შეეცვალა და ქოფირაითერობის ნაცვლად კრეატიული სტრატეგი და არტ-დირექტორი გამხდარიყო. მისი თქმით, თუკი ამ ინდუსტრიაში ხარ, რაც შეიძლება ბევრი რამ უნდა ცადო, რომ უკეთესი პროფესიონალი გახდე.

Miami Ad School Europe — გზა, რომ გახდე უკეთესი პროფესიონალი

Miami Ad School მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრეატიული სკოლაა, რომლის კურსდამთავრებულებიც გლობალურ ბრენდებში აგრძელებენ პროფესიულ ცხოვრებას. უკვე მეხუთე წელია, საქართველოს ბანკი, MASE-სთან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს ბერლინში, სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

ანანო ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული 2022 წელს გახდა და ქოფირაითინგის ორწლიან პროგრამაზე ჩაირიცხა. იგი ხაზს უსვამს ამ სკოლის ყველაზე გამორჩეულ თვისებას — თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ჭრილში სწავლებას. თუმცა, ბერლინში მოხვედრილ ანანოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავისი პროფესიული ჭრილი შეეცვალა.

„საქართველოში ყოფნისას კრეატიული სტრატეგობაც მოვასწარი და ძალიან მომწონდა“, — აღნიშნავს იგი, — „MASE-ში სწავლისას არტდირექტორობა გადაწყვეტილი საერთოდ არ მქონია, უბრალოდ, ყოველდღიურმა მუშაობამ და კრეატიულმა პროცესმა მიმახვედრა, რომ დრო იყო, არტიც მეცადა; მით უფრო, რომ ბავშვობიდანვე ყველაზე მეტად ეს მიზიდავდა: ყოველთვის, როცა იდეაზე ვფიქრობდი, ჯერ ვიზუალს წარმოვიდგენდი ხოლმე. მომწონს, რომ როგორც არტ-დირექტორი, სრულიად ჩართული ხარ კრეატიულ პროცესში და ამასთან, პროექტის ვიზუალური მხარის შექმნაც შენზეა“.

MASE-ში სწავლის ნაწილია სტაჟირების გავლა რომელიმე ცნობილ კომპანიაში. ანანო მილანის სააგენტო LePub-ში აღმოჩნდა და მისი მუშაობის ჩქარ ტემპში გადაეშვა. ამბობს, ასე სწრაფად ალბათ სხვაგან ვერსად გავიზრდებოდიო.

„MASE-მა სრულიად სხვა რეჟიმში ჩამსვა და გლობალური კრეატიული სფეროც სხვანაირად დამანახა“, — ასე აფასებს საუკეთესო კრეატიულ სკოლაში სწავლის გამოცდილებას ანანო,  — „ყველაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება, რაც აქ მივიღე, სწორედ სტაჟირებები იყო. განსაკუთრებით, ვთვლი, რომ LePub-ში ყველაზე მეტად გავიზარდე. ვისწავლე, როგორ ვყოფილიყავი კიდევ უფრო სწრაფი, გადავაფასე იდეები, მათი შექმნის პროცესი და craft-იც გაცილებით დავხვეწე“.

მოულოდნელი გამარჯვება კანის ლომებზე

იცოდით, რომ მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი სმენის დაზიანების რისკის ქვეშაა? მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, მუსიკის მოსმენაა — როგორც აღმოჩნდა, იმაზე მეტს და ხმამაღლა ვუსმენთ, ვიდრე წინათ. სწორედ ეს მიგნებები გახდა ანანოსა და მისი მეწყვილისთვის, ქოფირაითერ ჟოაო პარეირასთვის ამოსავალი წერტილი, რათა შეექმნათ Future Lions-ის პრიზიორი ნამუშევარი.

„ჯერ კიდევ არ ვიყავი ამ სფეროში, გამარჯვებულ პროექტებს რომ ვათვალიერებდი ხოლმე“, — გვიყვება ანანო Future Lions-ზე, — „მინდოდა, რაღაც მსგავსი მეც შემექმნა. ეს კონკურსი შედარებით ტექნოლოგიურია და, როგორც წესი, ინოვაციაზეა დაფუძნებული“.

Future Lions კანის ლომებზე საგანგებოდ სტუდენტებისთვის გამოყოფილი სექციაა, რომელშიც 25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ. აპლიკანტებს ყოველწლიურად სხვადასხვა კომპანიის ბრიფი ეძლევათ სამუშაოდ. წელს ეს მუსიკის უდიდესი სტრიმინგ პლატფორმა Spotify იყო, რომელიც თავად ანანოსა და ჟოაოსაც განსაკუთრებით უყვართ. სწორედ ამიტომ, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, გამოიგონეს ფუნქცია EarSafe, რომელიც სმენის შემოწმების საშუალებას იძლევა.

„უამრავი იდეა გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით არცერთი მოგვწონდა, სანამ ეს იდეა სრულიად მოულოდნელად არ დაიბადა“, — იხსენებს ანანო, — „მუშაობის პროცესი, რა თქმა უნდა, სწორხაზოვანი არ იყო. თავდაპირველ იდეაში ბევრი ცვლილება შევიტანეთ, ნახევრად მზა ქეის-ვიდეოც მთლიანად წავშალეთ და თავიდან დავიწყეთ მასზე მუშაობა. თუმცა მთავარი ისაა, რომ ბოლომდე, ღამის თენებისას თუ პრობლემასთან ბრძოლისას, იდეა მაინც გვიყვარდა და პროექტსაც არა გამარჯვების გამო, არამედ, უბრალოდ, ჩვენთვის ვაკეთებდით“.

როგორც ანანო ამბობს,მისთვის გამარჯვება ნამდვილად მოულოდნელი იყო, მასზე მხოლოდ თუ ხუმრობდნენ: „უზარმაზარი კონკურენციის ფონზე, მოკლე სიაში მოხვედრაც კი დიდი მიღწევა და ბედნიერება იყო“.

თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება სწორედ ანანოს და ჟოაოს ერგოთ. ეს კი ქართველი არტ-დირექტორისთვის კიდევ უფრო დიდი, წარმატებებით სავსე გზის დასაწყისია.

თუ თქვენც გსურთ, გახდეთ საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული, დეტალური ინფორმაციის სანახავად და სხვა შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს: CSR.BOG.GE

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა