ანაზღაურება საშუალოზე მაღალი გვაქვს, მაგრამ კარგი კადრი მაინც უცხოეთში მიდის - „შუშაბანდის“ დამფუძნებელი
რესტორანი „შუშაბანდის“ დამფუძნებელი ზაზა მდინარაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2023 წელი, პანდემიურ 2022 წელთან შედარებით გაცილებით ნაყოფიერი იყო და წლის მეორე ნახევარში ვიზიტორების რაოდენობა ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.
სტატისტიკის გაუმჯობესების მიუხედავად, „შუშაბანდის“ დამფუძნებელი სარესტორნო ბიზნესში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს.
„მომხმარებლების შემცირებასთან ერთად, ჩვენს სფეროში საგრძნობად იგრძნობა კადრების ნაკლებობაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ანაზღაურება საშუალოზე მაღალია, კარგი კადრი დიდი ხნით არ ჩერდება და უცხოეთში მიდის, რაც მართლაც დიდ დაბრკოლებას უქმნის ბიზნესს“, - ამბობს ზაზა მდინარაძე.
რესტორანი მომხმარებლებს თანამედროვე ქართული სამზარეულოს კერძებს სთავაზობს, ასევე აქვთ მცირე ევროპული მენიუც და ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანი. „შუშაბანდში“ მენიუს განახლება ყოველ 6 თვეში ხდება. ახალი მენიუ იანვრის დასაწყისში ჩაეშვა, ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული კერძია ქათამი ბაჟეში ელარჯით და „ხინკლუკები“ ლურჯი ყველისა და ტრიუფელის სოუსით. რესტორანი 5 წლის წინ დაფუძნდა და ღვინის ქარხანაში მდებარეობს. „შუშაბანდის“ მთავარი მიმართულება ძველი ავთენტური გარემოსა და თანამედროვე ქართული კერძების ინტეგრირებაა. სარესტორნო სივრცეში შესაძლებელი სხვადასხვა სახის შეხვედრების მოწყობაც და ერთდროულად 280 ადამიანის მომსახურება. ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 50 ადამიანი და ობიექტისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდი გაზაფხულია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.