მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7131.7
0.003
flag
AZN 1.5409
-0.0002
flag
CNY 38.826
-0.0016
flag
EUR 3.0214
-0.006
flag
GBP 3.536
-0.0005
flag
KZT 56.15
-0.0003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6191
-0.0007
news banner

„ანდანა" პროდუქციის ხაზს აფართოებს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს

news image
mbc image

„ანდანა“ განვითარების ახალ ეტაპზეა - კომპანია პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს, ახალ კატეგორიებს ამატებს და მომხმარებლებს თანამედროვე, პრაქტიკულ და მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორი, ლუკა ხაბაზიშვილი, ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

„ანდანა" აქტიურად აგრძელებს განვითარებას როგორც პროდუქციის, ისე გაყიდვების მიმართულებით. ბოლო პერიოდში გავაფართოვეთ ჩვენი პარტნიორული ქსელი, აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენასა და ღონისძიებაში და ვზრდით ბრენდის ხელმისაწვდომობას საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის, პრაქტიკული და თანამედროვე დიზაინის პროდუქცია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.

როგორია „ანდანას" ამჟამინდელი ასორტიმენტი? ხომ არ გაფართოვდა პროდუქციის ხაზი ან დაემატა ახალი პროდუქტები?

დღეს „ანდანას" ასორტიმენტი მოიცავს სასკოლო და ყოველდღიურ ზურგჩანთებს, ლეპტოპის ჩანთებს, თერმოსებს, პენალებს, სპორტულ ბურთებსა და სხვადასხვა აქსესუარს. პროდუქციის ხაზი მუდმივად ფართოვდება და რეგულარულად ვამატებთ ახალ მოდელებს, ფერებსა და დიზაინებს, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ.

როგორ აფასებთ მომხმარებელთა ინტერესსა და მოთხოვნას? რამდენად მზარდია ტენდენცია?

მომხმარებელთა ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა სასწავლო სეზონის დაწყებამდე, თუმცა ბოლო პერიოდში ზრდას ვხედავთ მთელი წლის განმავლობაში. მომხმარებლები სულ უფრო მეტად აფასებენ ხარისხს, თანამედროვე დიზაინსა და პრაქტიკულობას, რაც „ანდანას" ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. პოზიტიური უკუკავშირი და ერთგული მომხმარებლების ზრდა გვაძლევს დამატებით მოტივაციას, განვაგრძოთ განვითარება.

რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას, განსაკუთრებით ასორტიმენტის გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით?

სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის განკუთვნილი პროდუქტებით. ასევე ვმუშაობთ ახალი კატეგორიების დამატებაზე, ინოვაციური დიზაინების შექმნასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებზე. ჩვენი მიზანია „ანდანა" ჩამოყალიბდეს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სანდო ბრენდად ყოველდღიური ჩანთებისა და აქსესუარების მიმართულებით.

ინფორმაციისთვის, „ანდანა“ იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის, გამძლე და უსაფრთხო მასალებს, ყოველი დეტალი დამუშავებულია განსაკუთრებული ყურადღებით, რათა მომხმარებელმა მიიღოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ საიმედო პროდუქტი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა