მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ანიგოზი“ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს

news image
mbc image

ქართული კაკლის გადამამუშავებელი საწარმო Anigozi • ანიგოზი  7 ქართულ კომპანიასთან ერთად, მუმბაიში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში გამართული შეხვედრებით კომპანიის მენეჯმენტი კმაყოფილია და 2025 წლის სეზონზე  ქართული კაკლის შეთავაზებასაც ახალი ბაზრებისთვისაც აპირებს.

„2024 წლის მოსავალი უკვე დაბინავებულია, თუმცა ამ გამოფენის ფარგლებში ძალიან საინტერესო კონტაქტები შევიძინეთ და შევთანხმდით, რომ ახალ მოსავალს შევთავაზებთ. დაინტერესება ნამდვილად არის და საკმაოდ კარგი გამოფენა იყო“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს კომპანია „ანიგოზის“ დამფუძნებელმა ანა ქევხიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ანიგოზი“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საერთაშორისო გამოფენა MEWA INDIA 2025-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც  11-14 თებერვალს გაიმართა. 

„MEWA India წარმოადგენს მშრალი ხილის და კაკლოვანი კულტურების სექტორულ საერთაშორისო გამოფენას, რომელიც პირველად 2024 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 50 ქვეყნის 300-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ.

ღონისძიების ფარგლებში „ანიგოზმა“ პოტენციურ მყიდველებთან საქმიანი შეხვედრები გამართა და საერთაშორისო კონფერენციებში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა