მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ არამხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც ფაგების აქტუალურობა იზრდება - რატი ღოლიჯაშვილი

news image
mbc image

ჩვენს სექტორში კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, - მიიჩნევს ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერი, რატი ღოლიჯაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

მისი თქმით, კომპანია დღეს ქართულ ფაგურ პრეპარატებს უკვე რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზე აწვდის და სამომავლოდ ბაზრების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს.
„2022 წელს ჩვენთან შემოვიდა ერთ-ერთი სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტი - კარგი საწარმოო პრაქტიკა, რასაც შემოკლებით GMP-ს ვეძახით. ხელშეწყობით ჩვენ შევძელით და 2023 წლის 15 სექტემბერს გავხდით მსოფლიოში ერთადერთი ინდუსტრიული მასშტაბის GMP სერტიფიცირებული ფაგების საწარმო. ჩვენ ვაწარმოებთ წამლის სტერილურ სითხოვან ფორმებს. ამჟამად ეს უნიკალური ქართული ფაგები რვა ქვეყანაში გაგვაქვს და გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი პროდუქცია 80 ქვეყანაში გავიტანოთ“, - ამბობს რატი ღოლიჯაშვილი.
ბიოქიმფარმის გენერალური მენეჯერის განცხადებით, მსოფლიოში ფაგებზე დაფუძნებული პრეპარატების მიმართ ინტერესი ანტიბიოტიკორეზისტენტობის ზრდასთან ერთად მატულობს.

მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია GMP სტანდარტის სრულფასოვანი დანერგვა და ცნობადობის გაზრდა, რათა ფაგური პრეპარატების წარმოება საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდეს.


„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც ფაგების აქტუალურობა იზრდება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობიდან გამომდინარე. GMP სტანდარტი ამის ძალიან კარგი მაგალითია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სტანდარტი იყოს ბოლომდე დანერგილი, საქართველოშიც ამაღლდეს ცნობადობა და ყველა პრეპარატი, რომელიც ფაგებზეა დაფუძნებული, იყოს წარმატებული და შეესაბამებოდეს GMP სტანდარტს“, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი. 
მისი თქმით, განცხადებით, კომპანიის საინვესტიციო პროექტებზე მნიშვნელოვანი გავლენა მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა მოახდინა. მისი თქმით, საწარმოო ხაზების მოწყობის პროცესი განსაკუთრებით ჩიპებისა და უჟანგავი ფოლადის დეფიციტმა შეაფერხა, რის გამოც აღჭურვილობის მიწოდება დაგვიანდა.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ამბასადორი - გოჩა კამკია

05.09.2026.23:19

მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ამბასადორი - აღნიშნულის შესახებ გოჩა კამკიამ, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა