აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია
Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან. მესენჯერმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ის საშუალებას გაძლევთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, უფასოდ და უსაფრთხოდ დაუკავშირდეთ მეგობრებსა თუ ნაცნობებს.
ცოტამ თუ იცის, მაგრამ თავდაპირველად, Viber-ში მხოლოდ დარეკვა იყო ხელმისაწვდომი, შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია კი, მხოლოდ მოგვიანებით დაემატა. მას შემდეგ 10 წელზე მეტი დრო გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, აპლიკაციას ათობით ახალი ფუნქცია დაემატა. ჩვენ შევაგროვეთ Rakuten Viber-ის განსაკუთრებული ფუნქციები, რომელთა საშუალებითაც, კომუნიკაცია კიდევ უფრო მოსახერხებელი და საინტერესო გახდება. განვიხილოთ 7 მათგანი:
1. Caller ID
Rakuten Viber-ის უმთავრესი პრიორიტეტი ზარებისა თუ შეტყობინებების უსაფრთხოება და მომხმარებლების კონფიდენციალურობაა. Caller ID ფუნქცია კი, კიდევ უფრო მეტად დაცული კომუნიკაციის გარანტია. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ვინ გირეკავთ მაშინაც კი, თუ შემომავალი ტელეფონის ნომერი არ არის შენახული თქვენი კონტაქტების სიაში. Caller ID იცავს მომხმარებლებს სპამისა და არასასურველი ზარებისგან, თანაც, ის უკვე ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისთვისაც.
Caller ID ფუნქციის ჩართვა თქვენს სმარტფონში, Rakuten Viber-ის პარამეტრებშია შესაძლებელი. ამისათვის გახსენით Viber, დააჭირეთ ღილაკს „More”, გახსენით განყოფილება „Calls and Messages“ და ჩართეთ გადამრთველი Caller ID პარამეტრის გასწვრივ.
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.