მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

APM Terminals Poti-ის გენერალური დირექტორი APM Terminals Spanish Gateways-ის მმართველ დირექტორად დაინიშნა

news image
mbc image

APM Terminals Poti-ის მენეჯმენტში ცვლილებებია. კომპანიის გენერალური დირექტორი ხულიან ფერნანდესი  APM Terminals Spanish Gateways-ის მმართველ დირექტორად დაინიშნა.

APM Terminals Poti-ს ამჟამინდელი მმართველი დირექტორი ხულიან ფერნანდესი, APM Terminals Spanish Gateways-ის მმართველი დირექტორის პოსტს 2024 წლის 1 აპრილიდან ჩაიბარებს. აღნიშნულ თანამდებობაზე ხულიან ფერნანდესი კარლოს არიას დე მოლინას ჩაანაცვლებს, რომელიც თავის მხრივ პერუში APM Terminals Callao-ს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ხულიანი ახალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას, ევროპაში ჩვენს ლიდერთა გუნდს ის თავის ღირებულ გამოცდილებას გაუზიარებს, რომელიც საქართველოში ტერმინალის მართვისას მიიღო“, – განაცხადა APM Terminals-ის რეგიონულმა მმართველმა აფრიკისა და ევროპის რეგიონში, იგორ ვან დერ ესენმა. მისივე თქმით, ხულიან ფერნანდესს სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნება აქვს და ის მჭიდრო კავშირებს ამყარებდა თანამშრომლებთან, აქციონერებთან და საზოგადოებასთან.

APM Terminals Poti-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხულიან ფერნანდესი მუშაობას 2022 წლის აგვისტოდან შეუდგა. აღსანიშნავია, რომ ის APM Terminals Poti-ს გუნდს, 2020 წლის თებერვალში შეუერთდა ფინანსური დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. 

„ფოთში მუშაობის დაწყებამდე ხულიან ფერნანდესს ჰქონდა შესანიშნავი კარიერული წინსვლა A.P. Moller - Maersk-ში 2001 წლიდან, როდესაც ის პირველად შეუერთდა ჯგუფს, როგორც MISE სტაჟიორი. ევროპისა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში Maersk-ში და Damco-ში მუშაობის შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში იგი გადავიდა პანამაში მდებარე, „ეიპიემ ტერმინალსის“ კორპორაციული განვითარების გუნდში, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა და პასუხისმგებლობა ლათინურ ამერიკაში ახალი პორტებისა და ტერმინალების ინვესტიციების დადგენას და უზრუნველყოფას წარმოადგენდა. ამ რეგიონში ყოფნის დროს ხულიანი მუშაობდა რამდენიმე მსხვილი პორტის სატენდერო წინადადებებზე, ასევე ახალი კომპანიების შერწყმა და შეძენასთან (M&A) დაკავშირებულ გარიგებებზე. 2014 წლიდან ის გახდა ლათინური ამერიკის რეგიონის მმართველი გუნდის წევრი და ხელმძღვანელობდა კორპორაციული განვითარების გუნდის საქმიანობას აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა