APM Terminals Poti-მ ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო
ეიპიემ ტერმინალს ფოთმა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო, რისი მიხედვითაც კომპანიის მიერ ნაყარი ტვირთის დამუშავების პროცესი პასუხობს საკანონმდებლო მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირების პროცესში განხორციელდა სტანდარტების შესწავლა და რისკების შეფასება, გაანალიზდა შესაბამისობის მოთხოვნები, გაუმჯობესდა სამუშაო ინსტრუქციები და ხარისხის მართვის ორგანიგრამა, რაც, ასევე, გათვალისწინებული იქნება ნაყარ ტვირთზე მომუშავე კადრების შერჩევისა და განვითარების პროცესში.
APM Terminals Poti-ს ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიცირება, TÜV Austria-მ მიანიჭა. TÜV Austria საერთაშორისოდ აღიარებული მასერტიფიცირებელი ორგანოა, რომელიც ახორციელებს აუდიტორულ, ინსპექტირებისა და პროდუქტის შესაბამისობის დადასტურების აუდიტების სერვისებს.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.