APM Terminals Poti მაღალი ხარისხის სარკინიგზო და საზღვაო სერვისების მომსახურებას უზრუნველყოფს, რაც ცენტრალური აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად ფოთის გავლით ხორციელდება
APM Terminals Poti მაღალი ხარისხის სარკინიგზო და საზღვაო სერვისების მომსახურებას უზრუნველყოფს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ცენტრალური აზიის ევროპასთან დასაკავშირებლად ფოთის გავლით.
როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განახლებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საშუალებით, Sofmar - Agency, Forwarding Transportation-თან პარტნიორობით, ცენტრალური აზიიდან უკვე მიღებულია ე.წ. Big Bag-ებში განთავსებული ტვირთი, რომელიც ჯერ ადგილზე კონტეინერებში განათავსა და შემდგომ, ევროპაში გაგზავნა.
„აღნიშნული გრძელვადიანი პროექტი მოიცავს ტვირთის სარკინიგზო ხაზით ტრანსპორტირებას, დასაწყობებას, კონტეინერებში გადატანასა და საზღვაო ხაზით დანიშნულების ადგილზე გაგზავნას. ეს სერვისი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც გააჩნია ფოთს, როგორც ორ კონტინენტს შორის დამაკავშირებელ ხიდს“, - აცხადებენ APM Terminals Poti-ში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.