მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აპრილ-მაისში ტურისტების დიდ აქტივობას ველოდებით - Reserve Resort Lagodekhi-ს დირექტორი

news image
mbc image

ტურისტული  ობიექტი საშუალოდ იყო დატვირთული იანვარ-თებერვალში, მარტშიც იყო აქტივობები და აპრილიდან ველოდებით ვიზიტორების დიდ ნაკადებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  Reserve Resort Lagodekhi-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე გაბუნიამ განუცხადა.

„საკმაოდ დიდ აქტივობას ველოდებით. გვაქვს წინასწარი ჯავშნები, ხოლო მაისიდან იწყება ბანკეტების სეზონი. პროცენტულად რომ ავიღოთ, 80% საქართველოდან ჩამოსულ ტურისტებზე მოდის, ხოლო 20% უცხოელებზე. ველოდებით სტუმრებს იტალიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან  და რუსეთიდან.  2-ადგილიანი კოტეჯის ფასი 1 ღამით,150 ლარი, ფასში შედის საუზმე, 4-ადგილიანი კოტეჯი, 1 ღამით, 240 ლარი, აქაც ფასში შედის საუზმე. აპრილიდან ფასები შეიცვლება და ტურისტული ობიექტის დატვირთულობაზე იქნება დამოკიდებული“,- ამბობს ალექსანდრე გაბუნია.

რაც შეეხება სიახლეებს, როგორც ტურისტული ობიექტის დირექტორი ამბობს, გაზაფხულის სეზონისთვის გეგმავენ საბავშვო მოედნის მოწყობას. ასევე რეინვესტიციით სამომავლოდ ტურისტული ობიექტის ტერიტორიაზე მოეწყობა მინი გოლფის მოედანი და დაიდგმება ჭადრაკის დიდი დაფა.

ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს მდებარე ტურისტული ობიექტი Reserve Resort Lagodekhi ( კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი), რომელიც 2023 წელს გაიხსნა. ტურისტული ობიექტი 26 კოტეჯს, რესტორანს და 2 ღია აუზს აერთიანებს. Reserve Resort Lagodekhi- ს აქვს 3 და 5 ადგილიანი კოტეჯები. მთლიანობაში ობიექტი 110 სტუმარზეა გათვლილი.

Reserve Resort Lagodekhi-ს პროექტში ინვესტიციამ 5 მლნ ლარი შეადგინა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა