მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

Aqualia-ს სრული მზაობა აქვს იმისათვის, რომ საქართველო აქციოს ჰაბად - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი

news image
mbc image

წყლის მომავლის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებს გარეთ ჩატარებული უმაღლესი რანგის შეხვედრები მთავრობისა და ევროპული ინვესტორების საერთო ინტერესებს გამოხატავდა, - მიიჩნევს კომპანია  GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი. 

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკა ბერიძემ განაცხადა, ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორების მიზანია, საქართველო რეგიონში წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდეს. მისივე შეფასებით, წყალმომარაგება სხვა ეკონომიკურ სექტორებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, ამიტომ მის განვითარებას არა მხოლოდ ინდუსტრიის, არამედ ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


„იყო უმაღლესი რანგის შეხვედრები, რაც ადასტურებს ნამდვილად იმას, რომ მთავრობას და წყალმომარაგებაში მთავარ კვალიფიციურ ინვესტორს, თანაც ევროპულ წამყვან კომპანიას, აქვთ საერთო ინტერესები. მათ აუცილებლად სჭირდებათ თანამშრომლობა იმიტომ, რომ ჩვენი მიზნები არის აბსოლუტურად საერთო. იმიტომ, რომ გვინდა საქართველო გახდეს წყალმომარაგების დარგში და არა მხოლოდ წყალმომარაგების დარგში, თუმცა სხვა დარგები ძალიან არის წყალმომარაგებაზე მიბმული, წარმატებულები უნდა გავხდეთ, უნდა გავხდეთ რეგიონში ყველაზე წარმატებულები და ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს. ამას ხედავს ყველა აქტორი ჩემი აზრით დღეს უკვე“, - აცხადებს ეკა ბერიძე.

GWP-ის კომუნიკაციების დირექტორის თქმით, „აქვალია“ გეგმავს სხვა რეგიონულ ბაზრებზე გასვლას, თუმცა საქართველო რჩება მთავარი ცენტრი, სადაც კომპანია უზრუნველყოფს წყალმომარაგების მომსახურებას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში. 

„მათთვის საქართველო არის განსაკუთრებული ქვეყანა.​ მით უმეტეს რომ "აქვალია" აპირებს რეგიონში სხვა ქვეყნებშიც შევიდეს, პენეტრაციას აპირებს სხვა ბაზრებზეც და მათთვის სწორედ საქართველოა წარმოდგენილი როგორც ჰაბი, სადაც ისინი წყალმომარაგების მომსახურებას უწევენ თბილისს, რუსთავს, მცხეთას. მოკლედ ამ კომპანიას სრული მზაობა აქვს მას იმისთვის რომ საქართველო აქციოს ჰაბად. ეს თუ ასე მოხდება "აქვალიას" დიდი დამსახურება იქნება მთავრობის ხელშეწყობით რა თქმა უნდა“, - აღნიშნავს ეკა ბერიძე.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 3000+ წარმატებული პროექტი: რას ამბობს “სი ელ სის” გამოცდილება კომპანიის მასშტაბზე?

21.09.2026.23:09

ბიზნესის გამოცდილებაზე შესრულებული პროექტების რაოდენობა, მათი მრავალფეროვნება და წარმატებული თანამშრომლობის ისტორიები მეტყველებს. ლიფტების ინდუსტრიაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საცხოვრებელ კორპუსს, კლინიკას, სავაჭრო ცენტრსა და საწარმოო ობიექტს ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნები აქვს. ასეთ პირობებში 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი კომპანიის გამოცდილების მასშტაბზე მიუთითებს.

პროექტი ლიფტის მონტაჟამდე ბევრად ადრე იწყება. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ შენობის ტექნიკური მონაცემები, შახტის პარამეტრები, სართულების რაოდენობა, მოსალოდნელი დატვირთვა და მგზავრთა ნაკადი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია კონკრეტული სისტემის შერჩევა. სხვადასხვა ტიპის ლიფტების ტექნიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ პროექტირების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომ სამუშაოზე ახდენს გავლენას.

კონკრეტული ობიექტისთვის შესაფერისი  სამგზავრო ლიფტის შერჩევა მონაცემების ერთობლივ შეფასებას მოითხოვს და მხოლოდ ტვირთამწეობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის.

საწარმოო, სასაწყობე და კომერციულ ობიექტებზე ტექნიკური ამოცანა იცვლება. ამიტომ სატვირთო ლიფტის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტვირთამწეობას, კაბინის ზომებსა და ობიექტის სამუშაო პროცესს.

პროექტების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა შენობას სტანდარტული შახტა, თანაბარი დატვირთვა ან ერთნაირი არქიტექტურული პირობები არ აქვს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა უკვე არსებულ სივრცესთან ადაპტირება, სხვა შემთხვევაში კი ლიფტის სისტემა თავიდანვე უნდა გახდეს ახალი შენობის პროექტის ნაწილი. CLC Elevator ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან მუშაობს და კომპანიის მიერ დასახელებული 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სწორედ განსხვავებულ გარემოში დაგროვებული პრაქტიკის მოცულობაზე მიუთითებს.

ლიფტების შემთხვევაში, გამოცდილება მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ობიექტზე მუშაობას არ უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ფართოა იმ ტექნოლოგიებისა და მწარმოებლების სპექტრი, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს. მაგალითად, საქართველოში იაპონური საეთაშორისო ბრენდის, FUJISJ-ის ლიფტების ოფიციალური პარტნიორი სწორედ კომპანია ,,სი ელ სია”.

ვერტიკალური გადაადგილების სისტემები ყოველთვის ლიფტით არ შემოიფარგლება. სავაჭრო ცენტრებში, დიდ ბიზნეს ობიექტებსა და მაღალი გამტარუნარიანობის სივრცეებში ხშირად გამოიყენება ესკალატორი, რომლის დაგეგმვასაც განსხვავებული ტექნიკური პირობები სჭირდება. ასეთ ობიექტებზე გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ადამიანების ნაკადი, სივრცის განლაგება და სისტემის მუშაობის ინტენსივობა. ერთი კომპანიის მიერ რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებაზე მუშაობა აისახება დაგროვებულ გამოცდილებაზეც.

სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის მიერ შემდეგი პროექტისთვის იგივე კონტრაქტორის შერჩევა ხშირად უკვე არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. დამკვეთს ამ დროს აქვს ინფორმაცია კომუნიკაციის, ტექნიკური კოორდინაციის, სამუშაო პროცესისა და შემდგომი მომსახურების შესახებ. CLC Elevator-ის პარტნიორებს შორის არის „ალფა სახლი“, „საბა ქონსთრაქშენი“, “ალმა”, „არაკი“ და ა.შ.

3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სტატისტიკაა, მაგრამ მის უკან სხვადასხვა დანიშნულების შენობები, განსხვავებული ტექნიკური სისტემები, მრავალწლიანი თანამშრომლობა და რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საინჟინრო პრაქტიკა დგას. ეს კომპანია ,,სი ელ სის” რეალური გამოცდილების შეფასებისთვის ყველაზე სანდო მონაცემებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა