მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არ არის მარტივი პროფესია, ბევრი თეორიული მასალაა ასათვისებელი, პრაქტიკული სწავლების დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ შეასრულო - Georgian Airways-ის მეორე პილოტი მაგდა ქააძე

news image
mbc image

Georgian Airways-ი საზოგადოებისთვის საკუთარი პერსონალის გაცნობას განაგრძობს. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც Georgian Airways-ის ფრენებს ემსახურებიან და მგზავრების ტრანსპორტირებაზე, კომფორტზე და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად საუბარია Georgian Airways-ის მეორე პილოტ მაგდა ქააძეზე - მფრინავი გოგონა თუშეთიდან.

Georgian Airways-ის ეკიპაჟის ერთადერთი ქალბატონი - მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.

საქართველოში არაერთი მფრინავი თუშია, მხოლოდ ჩვენს კომპანიაში 5-6 მფრინავია თუშეთიდან. ბავშვობაში ავიაციის სფეროს სწორედ ამ ადამიანებმა გამაცნეს. სოფელში ხშირად ჩამოდიოდნენ ადგილობრივი მფრინავები, ვერტმფრენით ჩამოფრინდებოდნენ ხოლმე. ეს ჩემთვის ახალი და უცხო იყო, ვინტერესდებოდი და ბევრს ვესაუბრებოდი მფრინავებს, შემდგარ ავიატორებს“.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დრო რომ მოვიდა, მაგდამ საავიაციო უნივერსიტეტში ჩაბარება და მფრინავის პროფესიის ათვისება გადაწყვიტა.

“ძალიან გამიმართლა ჩემს ოჯახში, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთის აზრსა და გადაწყვეტილებებს. ჩემი სურვილის გამოხატვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება, ჩამებარებინა საავიაციო უნივერსიტეტში. მამას გავუზიარე ჩემი სურვილი, რომ მფრინავის პროფესია მინდოდა შემესწავლა, მან ერთადერთი რამ მითხრა: რთულ პროფესიას ეჭიდები, ბევრი შრომა მოგიწევს და შეეცადე ყველაფერი გააკეთო ბოლომდე რომ მიიყვანო ეს საქმეო. სამწუხაროდ, მამა იმ წელს დაიღუპა, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე. მართლაც ბევრი ვისწავლე, ვიშრომე და აქამდე მოვედი”.

6 წლის განმავლობაში მაგდას უკვე 3000 საათამდე აქვს ნაფრენი. არ ავიწყდება პირველი ფრენის ემოცია როგორც ინსტრუქტორთან ერთად, ისე დამოუკიდებლად, უკვე ავიაკომპანიაში მუშაობის დაწყების შემდგომ. არ ავიწყდება ინსტრუქტორების, კოლეგების, ხომალდის მეთაურების გვერდში დგომა და მხარდაჭერაც.

“არ არის მარტივი პროფესია, ბევრი თეორიული მასალაა ასათვისებელი, პრაქტიკული სწავლების დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ შეასრულო. თუმცა როცა პროფესია შენია, ყველაფერი განიჭებს სიამოვნებას: ფრენის დროს ხედები, გამთენიისას მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა, წარმატებული აფრენა და დაფრენა, კმაყოფილი მგზავრები”.

იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვს მომავალი ავიაციას დაუკავშიროს, მაგდა საკუთარი თავის რწმენასა და ბევრ შრომას ურჩევს.

,,აუცილებელია რწმენა, რომ სწორ არჩევანს აკეთებ. მაქსიმალურად მზად უნდა იყო, რომ ბევრი შრომა მოგიწევს, მაგრამ ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და მაშინ მიხვდები, რომ სწორად იქ ხარ, სადაც უნდა იყო და შენი ადგილი ავიაციაშია”.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა