მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

„არ გაჩერდე, სულ რაღაც ისწავლე“- განათლება არის ის, რაც მთელი ცხოვრება გრძელდება

news image
mbc image

განათლებაზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ ადამიანს მისი პასუხებით კი არა, დასმული კითხვებით უნდა შევაფასოთ. ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია: ისიც, რა იცი, და ისიც, შეგიძლია თუ არა აღიარო, რომ რაღაც არ იცი ან არ გესმის, და სწორი კითხვა დასვა. სწორედ აქედან იწყება სწავლა - ინტერესიდან, დაფიქრებიდან და გარკვევის სურვილიდან.

ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. ვფიქრობ, ბავშვს ამის გაცნობიერება თავიდანვე სჭირდება. გაცილებით ღირებულია, სიღრმისეულად დაინტერესდეს საკითხით, აღმოაჩინოს ის, რაც იზიდავს და გამოადგება, და ჰქონდეს სურვილი, მეტი გაიგოს. განათლებამ ამ ძიებაში უნდა შეუწყოს ხელი.

ფიზიკა ხშირად ისეთ კითხვებს გვახვედრებს, რომლებზეც მარტივი პასუხები არ არსებობს. პასუხამდე მისვლას დრო, მცდელობა და ზოგჯერ საკუთარი ვარაუდის თავიდან გააზრებაც სჭირდება. სწავლის პროცესშიც ასეა: გაურკვევლობა ბუნებრივია და ბავშვს უნდა შეეძლოს, მშვიდად თქვას: „ჯერ არ ვიცი“.

„ჩემი გზა ჩემია, შვილის - მისი“

შვილის ინტერესების მხარდაჭერაზე ჩემი პასუხი მარტივია: ჩემი გზა ჩემია, შვილის გზა კი მხოლოდ  მისი. საკუთარ გზას თავად ეძებს და ამ ძიებაში ყოველთვის დავუჭერ მხარს.

მიმართულების მიცემასა და მის ნაცვლად არჩევანის გაკეთებას შორის ზღვარი ჩემთვის ნდობაზე გადის. რჩევას მაშინ აქვს ფასი, როცა ბავშვს საკუთარი აზრის გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების სივრცეც რჩება. მშობლის გამოცდილება შეიძლება დაეხმაროს, თუმცა შვილის ინტერესების გასაგებად მხოლოდ საკუთარი გამოცდილება საკმარისი ვერ იქნება - მასაც უნდა მოვუსმინოთ.

სიამაყის მიზეზიც ბევრი არსებობს. ბავშვის ზრდას ყოველდღიურ მცდელობებში ხედავ: როცა რთულ საქმეს უბრუნდება, კითხვას სვამს, აზრს გამოთქვამს ან შეცდომას აღიარებს. ამ ყველაფერს ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.

შეცდომა სწავლის განუყოფელი ნაწილია

შეცდომის დაშვება სწავლის ბუნებრივი ნაწილია. ფიზიკაში ვარაუდს ამოწმებ, შედეგს აკვირდები და, საჭიროების შემთხვევაში, მსჯელობას ცვლი. ბავშვსაც სჭირდება შესაძლებლობა, სცადოს, შეცდეს და გაარკვიოს, რატომ მიიღო ასეთი შედეგი.

ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეეძლოს ახსნა, რატომ ფიქრობს ასე. ახსნის დროს ჩანს, როგორ მივიდა პასუხამდე, რას დაეყრდნო და სად დარჩა გაურკვევლობა. ეს საუბრის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს და ბავშვს საკუთარი მსჯელობის უკეთ დანახვაში ეხმარება.

ცოდნა, რომელსაც გააზრება ახლავს

სამყაროში, სადაც პასუხის მიღება სულ უფრო მარტივია, ინფორმაციის შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვს უნდა შეეძლოს სანდო წყაროების განსაზღვრა,  იქნება ეს ადამიანი, ვებგვერდი თუ სოციალური ჯგუფი  და მიღებული ინფორმაციის ლოგიკურად გააზრება.

საიდან ვიცით ეს? რას ეფუძნება ნათქვამი? შეესაბამება თუ არა დასკვნა არგუმენტებს? ასეთი კითხვები ცოდნის გააზრებაში გვეხმარება.

ცოდნა და აზროვნებაც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რაც მეტი იცი, მეტი შესაძლებლობა გაქვს, მოვლენებს შორის კავშირები დაინახო, საკითხს სხვადასხვა მხრიდან შეხედო და გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო. განათლების გავლენა სწორედ ამ ყოველდღიურ ფიქრსა და არჩევანშიც ვლინდება.

ჩემს შვილს განათლების გზიდან ერთი რამ მინდა გაჰყვეს: „არ გაჩერდეს და  სულ რაღაც ისწავლოს!“შეინარჩუნოს ინტერესი, დასვას კითხვები და ახალი ცოდნისთვის ადგილი ყოველთვის დატოვოს. რადგან სწავლის გაგრძელების სურვილი მთელი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს!

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში

27.10.2026.17:25

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, განაგრძობს სტუდენტებისთვის ახალიშესაძლებლობების შექმნას და სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღებას. პროგრამა მოტივირებულდა მიზანდასახულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, პირველივე კურსიდან მიიღონ სწავლის სრულიან ნაწილობრივი დაფინანსება.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე მყოფსტუდენტებს შეუძლიათ. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. 

სტიპენდია სწავლის ერთი წლის  განმავლობაში სრულ დაფინანსებას მოიცავს. 

პროგრამის მონაწილეები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ლიდერობის პოტენციალის საფუძველზეშეირჩევიან. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განაცხადებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის მიხედვითგანიხილავენ. მომდევნო ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაცსაქართველოს ბანკის სტიპენდიატები გამოვლინდებიან. 

სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

პროგრამის პარტნიორი უნივესრიტეტების სია ასე გამოიყურება:

  1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3. თავისუფალი უნივერსიტეტი
  4. აგრარული უნივერსიტეტი
  5. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  6. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
  7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)
  8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  9. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)
  10. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  11. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  12. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  13. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი
  14. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)
  15. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU)
  16. ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  17. სპორტის უნივერსიტეტი
  18. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
  19. კონსერვატორია
  20. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  21. საქართველოს უნივერსიტეტი
  22. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  23. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში

საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სასტიპენდიოპროგრამით ბანკი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, განავითარონ საკუთარი პოტენციალი და განაგრძონ გზამიზნებისკენ.

გაიგე მეტი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ:

შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა