არ გამოგრჩეს - 5 ივლისი PLUS დაბადების დღეა!
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდი, ლოიალურ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს.
სპეციალურად ამ დღისთვის მომხმარებლები მთელი წელი აგროვებენ ქულებს. იმედია, უკვე მზად ხართ შოპინგის დღესასწაულისთვის და იცით, რისი ყიდვა გსურთ. თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მაშინ, პარტნიორების გრძელ სიას ამ ბმულზე იპოვით.
PLUS-ის დაბადების დღეზე, შესაძლებლობა გაქვთ, დაგროვილი PLUS ქულებით, 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ნებისმიერი სასურველი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.
ინფორმაციისთვის, თუ საკრედიტო AmEx ბარათით სარგებლობ, არ დაგავიწყდეს, რომ AmEx-ზე დაგროვებული MR ქულების გადაცვლა PLUS ქულებში სულ რამდენიმე წამში, მობილბანკის საშუალებით შეგიძლია.
გარდა ამისა, მობილბანკით PLUS ქულების სხვასთან გადარიცხვაც შესაძლებელია. თუ ოჯახისთვის, ან სამეგობროსთვის გსურს ნივთის ყიდვა, შეგიძლიათ, შეგროვილი ქულები გააერთიანოთ და ერთობლივად აიხდინოთ სურვილი.
არ გამოგრჩეს, შემოუერთდი PLUS დღესასწაულს, დაბადების დღეს!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.