არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მცირე პაუზის შემდეგ უცვლელი ფორმატით, თუმცა მხოლოდ ერთი სეზონით დაბრუნდა.
ევროპული მოგზაურობის ფარგლებში, მაყურებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით, იდეებითა და ხედვებით ქმნიან ახალს და ინსპირაციას აძლევენ სხვებს.
ახალი ეპიზოდის სტუმარია ზაალ ანდრონიკაშვილი, ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის კვლევების ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი.
გადაცემა ეთერში 16 ივნისს, 21:00 საათზე YouTube-ზე დაიდება. ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ მიზანია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს.
გადაცემის ფორმატი პორტრეტის, ღია დიალოგისა და „ჰარდ თოქის“ სინთეზია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, იდეებზე, საზოგადოებრივ პროცესებსა და პირად ხედვებზე რაც მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზროს როგორც მათი პერსონა, ისე მათ გარშემო არსებული კონტექსტი.
არ გამოგრჩეთ “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ახალი ეპიზოდები YouTube არხზე.
სხვა სიახლეები
საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დაგვხვდა, რაც GWP-ისა და GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა - ხოსე ენრიკე ბოფილი
15.07.2026.18:05
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო" კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ სატარიფო მოდელზე ისაუბრა.
წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი, ბოლო დროს საქართველოში გამართულ დარგობრივ დისკუსიებს პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. მისი თქმით, Aqualia-ს საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დახვდა, რაც კომპანიის საქმიანობის წარმატებასა და როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, ისე მთლიანად GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა. ამ მხრივ, მან განსაკუთრებით გამოყო „ჯივიპის" გაწევრიანება კომუნალური კომპანიების პრესტიჟულ გლობალურ კავშირში - Leading Utilities of the World (LUOW). ბოფილის განმარტებით, ეს აღიარება კომპანიამ საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ეფექტური ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსების შექმნის კატეგორიებში მოიპოვა, რაც საოპერაციო გაუმჯობესების უმაღლეს სტანდარტზე მიუთითებს.
ხოსე ენრიკე ბოფილმა ინტერვიუში ისაუბრა 2026 წლის ივნისში, ავტორიტეტული სააგენტოების, Fitch-ისა და S&P Global-ის მიერ GGU ჯგუფის საკრედიტო რეიტინგების ამაღლებაზე. მისი შეფასებით, ეს აღიარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ამასთანავე, მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში არსებულ სატარიფო რეგულირების სისტემას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ მეთოდოლოგიას ხშირად აზიარებს საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორც კერძო სექტორისა და მომხმარებლის ინტერესების დაბალანსების საუკეთესო მაგალითს.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესანიშნავად მუშაობს. ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა შევიმუშაოთ ისეთი სატარიფო სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელ საინვესტიციო ნაკადებს, ისე ხელმისაწვდომ ფასს მოსახლეობისთვის."
ბოფილის თქმით, Aqualia მუდმივად მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, მარეგულირებელსა და მუნიციპალიტეტებთან, რათა საკუთარი გლობალური გამოცდილება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგების სექტორის განსავითარებლად მიმართოს.