მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში

news image
mbc image

თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ახალ თაობაზე ზრუნვა და მათი განვითარების ხელშეწყობაა. მოსწავლის ბარათი კი, ამ მიზნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მრავალფეროვანი შეთავაზებებით, მოსწავლეებს თუ მათ მშობლებს ყოველდღიურობას უმარტივებს. 

წიგნები, საკანცელარიო ნივთები, კვება, გართობა- ყველაფერი ის, რაც სკოლის მოსწავლეებს სჭირდებათ, ახლა მოსწავლის ბარათის მიმდინარე შეთავაზებებშია თავმოყრილი.

  • კვება

31 დეკემბრის ჩათვლით, მოსწავლის ბარათის მფლობელები Wendy’s-ის, Subway-ის და Dunkin-ის ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის 20%-ს (თვეში ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს, სამივე ობიექტში ერთად) მომენტალურად დაიბრუნებენ.

შეთავაზების დეტალური პირობებს სანახავად გადადით ბმულზე.

  • გართობა

ასევე, მოსწავლის ბარათით გადახდისას, ყოველდღე, 20% ქეშბექს დაიბრუნებთ (თვეში მაქსიმუმ 30 ლარს, სამივე ობიექტში ერთად) კავეას და ამირანის კინოთეატრებში, Cavea.ge-ზე ან Kinoafisha.ge-ზე ბილეთების შეძენისას. 

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია, გადაიხადოთ თიბისის პოს-ტერმინალზე ან თიბისის საგადახდო არხით. შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay/ Google Pay გადახდებზე.

შეთავაზების დეტალური პირობებს სანახავად გადადით ბმულზე.

  • საკანცელარიო

მოსწავლის ბარათით თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას, 20% ქეშბექს ყოველდღე დაიბრუნებთ (ოთხივე ობიექტში ერთად, თვეში ჯამში მაქსიმუმ 30 ლარი): ბიბლუსის, სულაკაურის გამომცემლობის, მინისოს და ორგსერვისის ფიზიკურ ობიექტებშიც. შეთავაზების დეტალური პირობებს სანახავად გადადით ბმულზე.

მშობელს მოსწავლისთვის ბარათის აღება შეუძლია, tbc.ge-ზე ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში.  თიბისისმობაილბანკი უკვე მოსწავლეებისთვისაცაა, ამიტომ ბარათის აღების შემდეგ, თქვენი საყვარელი ობიექტების შეთავაზებები, სწორედ აქ უნდა დაათვალიეროთ.

 

 

 

 

 

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა