მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არ გამოგრჩეთ, შექმენით თქვენი ბიზნესის შეთავაზება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით

news image
mbc image

საქართველოს ბანკის კამპანია, მომსახურების სფეროში მომუშავე ბიზნესებისთვის,  გრძელდება.  

კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენებით 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება შექმნან, ხოლო მომხმარებლებისთვის დასარიცხ ქულებს საქართველოს ბანკი სრულად აფინანსებს. (თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი PLUS ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 4,000 PLUS ქულა).

ბიზნესებს შეთავაზების გავრცელება შეუძლიათ საქართველოს ბანკის არხებში - მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ასევე ბანკის სოციალური მედიის არხებით, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მიწვდნენ ბანკის 1.8 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

კამპანია 31 იანვრის ჩათვლით მოქმედებს და განკუთვნილია მომსახურების სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის, მათ შორის:

  • რესტორნებისა და ბარებისთვის;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის;
  • სპორტდარბაზებისთვის;
  • სასტუმროებისთვის;
  • მომსახურების სექტორში მოქმედი სხვა ბიზნესებისთვის.

ცნობისთვის Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც პარტნიორ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზება და განათავსონ ისინი ბანკის  არხებში, რომლებსაც 1.8 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს.

გარდა ამისა, მომსახურების სექტორში მოქმედ ბიზნესებს დამატებით შეუძლიათ:

  • მიიღონ პირველი POS ტერმინალი და ისარგებლონ 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე;
  • ისარგებლონ 3%-იანი ქეშბექით Gulf-ის ობიექტებზე საწვავის შეძენისას;
  • ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებით: Nova-ს შერჩეულ პროდუქციაზე 10%-იანი, Altido-ს ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებაზე 50%-იანი Inventer-ის მარაგების მართვასა და ინვენტარიზაციაზე 20%-იანი, ხოლო Bolt-ში - 20%-იანი ფასდაკლებით მგზავრობაზე და თანამშრომლების ულიმიტო დამატების შესაძლებლობით.

ამასთან ერთად, ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკული ონლაინ კურსები კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის მიმართულებით.

შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა