არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
26 ოქტომბრის ჩათვლით, Trendyol-ზე ახალი თიბისი Mastercard ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით ან ერთგული Mastercard საკრედიტო ბარათით გადახდისას, მომხმარებლები შერჩეულ პროდუქტებზე მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით 30%-იან ფასდაკლებას იღებენ.
ერთ ტრანზაქციაზე ფასდაკლების მაქსიმალური ოდენობა 1,070 თურქული ლირაა, რაც მიმდინარე კურსის შესაბამისად, 70 ლარია. თუმცა, TL–GEL კურსის ცვლილების შემთხვევაში, თანხა ლარში, შესაძლოა მცირედით შეიცვალოს.
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც Trendyol-ის ვებგვერდზე, ისე აპლიკაციაში შოპინგისას; აქციის დასრულებამდე (27 ოქტომბერი) იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგესურვებათ.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay და Google Pay გადახდებზე. გადახდა უნდა განხორციელდეს ბარათის Trendyol-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე დამატებით, ქართული IP მისამართიდან.
შეთავაზებით სარგებლობისთვის, შეკვეთის გაფორმებისას აირჩიეთ საქართველოს ან თურქეთის რეგიონი.
შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.