არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური - 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
თიბისიმ მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული საახალწლო შეთავაზებები ამ შაბათ-კვირისთვისაც, 27-28 დეკემბრისთვისაც მოუმზადა. ახალი წლის წინა დღეებში- ყველაზე ხარჯიან პერიოდში, შესაძლებლობა გაქვთ დაზოგოთ თანხა და სარგებლიანად იშოპინგოთ.
27-28 დეკემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, შერჩეულ პარტნიორ ობიექტებში 40%-მდე მომენტალური ქეშბექით ისარგებლებთ.
ტექნიკა, თავის მოვლა, პარფიუმერია, აქსესუარები, ტანსაცმელი, სახლი, საბავშვო- ტრადიციულად მრავალფეროვანია და მომხმარებელთა სურვილებზე მორგებულია შერჩეული პარტნიორი ობიექტების კატეგორიებიც.
შეთავაზება ვრცელდება პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. გამონაკლისებია და ონლაინ ისარგებლებთ მხოლოდ ჯიპისიში, ბეკოში და მანამო ჰოუმში.ონლაინ შეთავაზებით სარგებლობისთვის, ახლიდან დაამატეთ თიბისის ბარათი ვებგვერდზე და გადაიხადე თიბისის გადახდის არხით.
27-28 დეკემბრის შეთავაზებების პირობების სანახავად გადადით ბმულზე.
ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება- მოემზადე თიბისისთან ერთად და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.