„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ლიბერთი ბანკმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების კამპანია „არაჩვეულებრივი გზავნილი“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო ფულადი გზავნილების ციფრულ ბანკში განაღდებისას, განსაკუთრებულ კურსთან ერთად დამატებითი სარგებელი მიიღონ.
კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით 6 აპრილიდან 1 ივლისამდე განაღდებულ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ შემდეგი საჩუქრები:
• ყოველი მე-500 გზავნილი იქნება მომგებიანი - მომხმარებელი გაიორმაგებს განაღდებულ გზავნილს მაქსიმუმ 5,000 ლარის ოდენობით.
• კამპანიის დასრულებისას გამოვლინდება მთავარი გამარჯვებული - მომხმარებელი, რომელიც კამპანიის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ გაანაღდებს საერთაშორისო ფულად გზავნილს, მიიღებს სუპერ პრიზს - 7,000 ლარს.
კამპანიის დეტალურ პირობებს ბანკი ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს:
https://shorturl.at/kZSql
სხვა სიახლეები
„ბურკის ციხე-მარანი“ ზაფხულის სეზონის შედეგებსა და წლის მოლოდინებზე
25.08.2026.09:20
მიმდინარე ზაფხულის სეზონზე „ბურკის ციხე-მარანის“ საშუალო დატვირთულობამ 60-70% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. „ბურკის ციხე-მარანის“ Front Office Manager ვანო მახარაშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას ზაფხულის სეზონის შედეგებს აფასებს და წლის დარჩენილი პერიოდის მოლოდინებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით მიმდინარე ზაფხულის სეზონს „ბურკის ციხე-მარანისთვის“ და როგორი არის სასტუმროს დატვირთულობა წინა წელთან შედარებით?
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კონფლიქტის ფონზე, მიმდინარე შედეგებს დადებითად ვაფასებთ. ამ ეტაპზე სასტუმროს საშუალო დატვირთულობა დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 55-60% იყო, შესაბამისად, მიმდინარე სეზონზე გარკვეული ზრდა გვიფიქსირდება.

როგორ შეიცვალა სტუმრების მოთხოვნა და რომელი ქვეყნებიდან/ბაზრებიდან არის ამ სეზონზე ყველაზე მეტი ვიზიტორი?
ჩვენი სტუმრების დაახლოებით 60% ქართველი მომხმარებელია. უცხოელი სტუმრების მხრივ კონკრეტული ბაზარი გამოკვეთილად არ დომინირებს, თუმცა ჯავშნები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან გვაქვს.

რა სიახლეები აქვს სასტუმროს მიმდინარე სეზონზე და როგორ განვითარდა მომსახურებები წინა პერიოდთან შედარებით?
მიმდინარე სეზონზე სასტუმროს დაემატა გასართობი სივრცე - ე.წ. Playroom, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მაგიდის ფეხბურთითა და მაგიდის ჰოკეით ისარგებლონ. ასევე დავამატეთ ბარი, რის შედეგადაც სტუმრებისთვის შეთავაზებული სერვისებისა და გასართობი შესაძლებლობების მიმართულება უფრო გავიზარდეთ.

როგორია თქვენი მოლოდინი წლის დარჩენილ პერიოდზე და რა არის „ბურკის ციხე-მარანის“ სამომავლო გეგმები?
იმედი გვაქვს, რომ სექტემბერი და ოქტომბერი შედარებით მაღალი დატვირთვით ჩაივლის, რადგან ეს პერიოდი კახეთში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და პოპულარული სეზონია. შესაბამისად, ამ ორ თვეში დატვირთულობის მინიმუმ შენარჩუნებას ველოდებით.

რაც შეეხება ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდს, კახეთის მიმართულებით ამ დროს ტურისტული აქტივობა მნიშვნელოვნად იკლებს და სტუმრების მოზიდვა რთულდება. ზოგადად, რეგიონში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ხოლო კორპორატიული ჯავშნები შედარებით იშვიათია. შესაბამისად, ზამთრის სეზონი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია.
ინფორმაციისთვის, „ბურკის ციხე-მარანი“ მდებარეობს კახეთის რეგიონში, ქალაქ ყვარელში.