Archi Group-მა და INVIA-მ Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
Trump Tower Tbilisi-ის საერთაშორისო დებიუტი გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებით შედგა, რომელსაც საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საღამო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური უძრავი ქონების პროექტის ოფიციალურ წარდგენას მიეძღვნა.

ღონისძიება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილას - ფუნიკულიორზე, ქალაქის საუკეთესო ხედების ფონზე გაიმართა. დახურულ საზეიმო მიღებას მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ბიზნესის ლიდერები, პროექტის პარტნიორები, ინვესტორები, ცნობილი ადამიანები, არტისტები, ინფლუენსერები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისის განათებული პანორამის ფონზე სტუმრებმა პირველად იხილეს Trump Tower Tbilisi-ის ხედვა, არქიტექტურა და ცხოვრების სტილის კონცეფცია მულტიმედიური პრეზენტაციის საშუალებით. ღონისძიების პროგრამა ქართულ კულტურულ ელემენტებსა და საერთაშორისო მუსიკალურ წარმოდგენებს აერთიანებდა. სტუმრების წინაშე წარდგნენ Grammy-ის მფლობელი არტისტი CeeLo Green და საერთაშორისო DJ და პროდიუსერი Francis Mercier.

ღონისძიებამ ასევე წარმოაჩინა Downtown Tbilisi-ის საერთაშორისო ხედვა და ამბიციები, რომლებიც თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ დაგეგმილ ახალ მრავალფუნქციურ ურბანულ პროექტს უდევს საფუძვლად. Trump Tower Tbilisi 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Downtown Tbilisi-ის პროექტის ცენტრალური ნაწილია, მისი მთავარი სიმბოლო და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა.

„ეს იყო პირველი რეალური შესაძლებლობა, რომ ადამიანებს საკუთარი თვალით ეხილათ Trump Tower Tbilisi-ის მასშტაბი და ხედვა. ეს მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ეტაპია როგორც თავად პროექტისთვის, ისე Downtown Tbilisi-ისთვის, რომელიც სწრაფად ყალიბდება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ბიზნეს და ცხოვრების სტილის მიმართულებად,“ - განაცხადა The Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა.

„თბილისის მომავალი, როგორც საერთაშორისო ინვესტიციებისა და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი მიმართულების, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დიდი ენთუზიაზმით ვაცხადებთ Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალურ წარდგენასა და Trump-ის ბრენდის შემოსვლას ქალაქში.“
Trump Tower Tbilisi ფართო Downtown Tbilisi-ის განვითარების ნაწილია და The Trump Organization-თან თანამშრომლობით ხორციელდება. Downtown Tbilisi-ის მთავარი პარტნიორები და დეველოპერები არიან Archi Group და INVIA, თანადეველოპერის სტატუსით პროექტში მონაწილეობს The Sapir Organization, ხოლო Block Stone Capital, Finvest Georgia და Vector Group პროექტის ინვესტორები არიან.
Trump Tower Tbilisi Downtown Tbilisi-ის მთავარი არქიტექტურული სიმბოლო გახდება. Gensler Washington, D.C.-ის მიერ დაპროექტებული 62-სართულიანი თაუერის სიმაღლე დაახლოებით 280 მეტრია დაგეგმილი და ის საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
„ჩვენი მომხმარებლების მეოთხედზე მეტი უკვე საერთაშორისო წარმომადგენელია და ეს წილი ყოველწლიურად იზრდება. ბაზრის განვითარების ტემპს თუ შევხედავთ, თბილისი სულ უფრო მეტად მახსენებს დუბაის იმ პერიოდს, როდესაც ის მსოფლიო დანიშნულების ადგილად ყალიბდებოდა. მჯერა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის დუბაი ხდება, ხოლო თბილისი ამ ტრანსფორმაციის ცენტრშია - ქალაქი სულ უფრო სწრაფად იზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებსა და გლობალურ ბრენდებს. ეს დინამიკა როგორც ქალაქის, ისე ბაზრის მიმართ საერთაშორისო ნდობის ზრდას ასახავს,“ - განაცხადა ილია წულაიამ, Archi Group-ის თანადამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

„თბილისი მომავლის ქალაქია და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ Trump Tower Tbilisi-ის შექმნაში ვმონაწილეობთ. ეს პროექტი აერთიანებს საერთაშორისო დიზაინს, Trump Tower-ის ბრენდის მემკვიდრეობასა და ადგილობრივი ბაზრის საფუძვლიან ცოდნას - ეს კომბინაცია ასახავს ჩვენს თავდაჯერებას საქართველოს უწყვეტი განვითარების მიმართ,“ - განაცხადა ლევან ფხაკაძემ, INVIA-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
„მოხარული ვართ, რომ ამ გარდამტეხ პროექტს წარვადგენთ. Trump Tower Tbilisi ზუსტად იმ ტიპის ამბიციურ, მსოფლიო დონის პროექტს წარმოადგენს, რომლისკენაც მივისწრაფვით - პროექტს, რომელიც შეცვლის ქალაქის იერსახეს და რეგიონში ლუქს ცხოვრების ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს,“ - განაცხადა Alex Sapir-მა, The Sapir Organization-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა.
თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, რვა ჰექტარზე განთავსებული პროექტი მოიცავს 46,500 კვ.მეტრის სავაჭრო, 42,000 კვ.მეტრის საოფისე, 42,000 კვ.მეტრის მაღალი კლასის სასტუმროსა და 251,000 კვ.მეტრის საცხოვრებელ სივრცეებს.
Downtown Tbilisi-ის პოდიუმის კომერციული სივრცე Bal Harbour Shops-ის კონცეფციითაა შთაგონებული და ცენტრალურ პარკთან ჰარმონიულად ინტეგრირდება. პოდიუმი გააერთიანებს მაღალი კლასის საცალო სავაჭრო სივრცეებსა და პრემიუმ რესტორნებს, რაც ლუქს ცხოვრების მიზიდულობის ცენტრს შექმნის.
Trump Tower Tbilisi-ის რეზიდენციები გამორჩეული იქნება მიმდებარე ცენტრალურ პარკზე წვდომით, გამწვანებული ტერასებითა და კეთილმოწყობილი საერთო სივრცეებით. სტუდიოს ტიპის რეზიდენციების ფასი 290,000 აშშ დოლარიდან დაიწყება, ხოლო კვადრატული მეტრის ფასი - 7,000 აშშ დოლარიდან.
პროექტი ფინანსდება საქართველოს ორი წამყვანი ბანკის - TBC Bank-ისა და Bank of Georgia-ს მიერ ერთობლივად გამოყოფილი საკრედიტო დაფინანსებით. ორივე ბანკის მფლობელი ჯგუფის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო ინვესტორებისა და ვიზიტორების ყურადღების ცენტრში. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალოდ დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი საქართველოს დაახლოებით 2.3 მილიარდი მომხმარებლის მქონე ბაზართან წვდომას აძლევს.
ქალაქის შთამბეჭდავი პანორამის ფონზე, Trump Tower Tbilisi ოფიციალურად წარდგა საზოგადოების წინაშე. ღონისძიებამ ხაზი გაუსვა თბილისის მზარდ პოზიციას, როგორც ინვესტიციებისთვის, ბიზნესისა და მაღალი კლასის ურბანული ცხოვრებისათვის მიმზიდველი ქალაქის.

სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, 2026 წლის ბოლომდე კიდევ უფრო გავაძლიეროთ Kass Land-ის პოზიცია საქართველოს ტურისტულ ბაზარზე - გენერალური დირექტორი
17.09.2026.12:00
2026 წლის პირველი ნახევარი Kass Land-ისთვის განვითარების, ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ეტაპისთვის მომზადების პერიოდი იყო. მიმდინარე სეზონზე კომპლექსს გიგანტური ბატუტების პარკი და ღია საცურაო აუზი დაემატა, რაც ვიზიტორებისთვის შეთავაზებულ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.
როგორ აფასებს Kass Land 2026 წლის პირველ ნახევარს, რა ცვლილებები განხორციელდა კომპლექსში და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილ პერიოდში ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს Kass Land-ის გენერალური დირექტორი ეკატერინე თორდია ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით Kass Land -ისთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა იყო ამ პერიოდის მთავარი შედეგები, მიღწევები და მნიშვნელოვანი ცვლილებები?
2026 წლის პირველი ნახევარი Kass Land-ისთვის განვითარების, სიახლეების და ახალი ეტაპისთვის მომზადების პერიოდი იყო. კერძოდ, იგულისხმება არსებული ინფრასტრუქტურისა და სერვისების კიდევ უფრო ეფექტურად ამუშავება, Kass Land-ის პოზიციონირება არა მხოლოდ, როგორც ერთი კონკრეტული მიმართულების, არამედ როგორც მრავალფუნქციური ტურისტული და გასართობი რეზორტის.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებას, სტუმრის გამოცდილების განვითარებას, მომსახურების ხარისხს და სხვადასხვა მიმართულების ერთმანეთთან ინტეგრირებას. დღეს სტუმარს უკვე შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს ბევრად უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება - ბუნება, გასართობი ატრაქციონები, კვება, სასტუმრო, სპა და სხვადასხვა ექსტრემალური აქტივობა.
მნიშვნელოვანი ცვლილებების მიმართულებით, 2026 წლის სეზონზე Kass Land-ის ინფრასტრუქტურას დაემატა გიგანტური ბატუტების პარკი და ღია საცურაო აუზი, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა კომპლექსის არსებული სერვისები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ვიზიტორთა გამოცდილება. ახალი სივრცეების დამატებამ შესაძლებლობა მოგვცა, სტუმრებისთვის უფრო მრავალფეროვანი და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული გასართობი და დასასვენებელი გამოცდილება შეგვეთავაზებინა.
2026 წლის პირველი ნახევრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს Kass Land-ის ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების კიდევ უფრო განვითარება და დივერსიფიკაცია. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ასევე Kass Land-ის, როგორც მრავალფუნქციური ტურისტული და გასართობი კომპლექსის, პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერება. დღეს სტუმრებს ერთ სივრცეში ვთავაზობთ დასვენების, გართობის, კვებისა და სხვადასხვა ტიპის აქტივობის უფრო მრავალფეროვან არჩევანს, რაც ზრდის კომპლექსის მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
როგორ შეიცვალა კონკურენტული გარემო ბაზარზე და რა არის ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც დღეს კომპანიის განვითარებაზე ახდენს გავლენას?
დღეს ტურისტული ბაზარი ბევრად უფრო კონკურენტულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. საქართველოში სულ უფრო მეტი საინტერესო ტურისტული პროდუქტი ჩნდება და შესაბამისად, სტუმრის არჩევანიც იზრდება. ამიტომ ჩვენთვის მთავარი კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ კონკრეტული ატრაქციონი ან ლოკაცია არ არის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სრული გამოცდილება, რომლის გამოც სტუმარი Kass Land-ში რამდენიმე საათით კი არა, მთელი დღით ან რამდენიმე დღით დარჩენას გადაწყვეტს.
ჩვენზე გავლენას ახდენს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ბაზრების ცვლილებები, ასევე მომხმარებლის ქცევის ცვლილება. ადამიანები დღეს უფრო მეტად ეძებენ გამოცდილებას, ემოციას და უნიკალურ ადგილებს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი სტუმრის მოზიდვა, არამედ ისეთი ხარისხის და გამოცდილების შექმნა, რომელიც მას მეორედ დაბრუნების სურვილს გაუჩენს.
რა ახალი პროდუქტების, სერვისების ან პროექტების დამატება/განვითარება შეძლეთ წლის პირველ ნახევარში?
მიმდინარე სეზონზე კომპლექსს დაემატა გიგანტური ბატუტების პარკი და ღია საცურაო აუზი, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები და გააუმჯობესა მათი საერთო გამოცდილება.
როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლის მეორე ნახევრისთვის - რა მიმართულებებზე გააკეთებთ მთავარ აქცენტს და რა მიზნებს ისახავთ წლის ბოლომდე?
ჩვენი მიზანია, 2026 წლის ბოლომდე კიდევ უფრო გავაძლიეროთ Kass Land-ის პოზიცია საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და შევქმნათ მყარი საფუძველი კომპანიის შემდგომი, უფრო მასშტაბური განვითარებისათვის.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა Kass Land-ის ჩამოყალიბება საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ destination-ად, რომელიც მომხმარებელს წლის განმავლობაში მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.