არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ის წერს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში ბიზნეს წრეების მოწვევით იმყოფება.
,,როგორც იცით, საქართველოს ბანკის ჯგუფი რომელიც მათ შორის მოიცავს სომხეთში უმსხვილეს ბანკს - ამერიაბანკს, არის დასავლური კაპიტალით დაფინანსებული. უმსხვილესი ინვესტორები არიან Blackrock, JPMorgan, Fidelity და ასე შემდეგ. პირველ ორს, 5%ზე მეტი წილი აქვს თითოს ჩვენს ჰოლდინგში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია. ვიმყოფები ვაშინგტონში რომ დავესწრო დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და მასთან დაკავშირებულ რამოდენიმე ღონისძიებას. აქ ვიმყოფები ბიზნეს წრეების მოწვევით. ამერიკა კაპიტალის და ინოვაციების ყველა დიდი წყაროა მსოფლიოში", - წერს არჩილ გაჩეჩილაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.