არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას
სადაზღვევო კომპანია არდი და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებენ — პარტნიორობას, რომელიც პროფესიული ტალანტის დაზღვევას გულისხმობს და საქართველოში დღემდე ყველაზე ინოვაციურ დაზღვევის სახეობას განეკუთვნება.
წლების წინ ქართული ნაციონალური ბალეტის ყველა წევრი სადაზღვევო კომპანია არდიმ დააზღვია და დაუშვა ტალანტის დაზღვევის პირველი პრეცენდენტი ჩვენს ქვეყანაში. ეს ურთიერთობა 2026 წელს ახალ საფეხურზე გადავიდა.

თანამშრომლობის განახლება ოფიციალურად გაფორმდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, „სუხიშვილების“ საიუბილეო კონცერტის წინ, სადაც 80 წლის წინ დიდი ისტორია დაიწყო. სწორედ ამ საღამოს გაიმართა ისტორიული მემორანდუმის ხელმოწერაც არდისა და „სუხიშვილებს“ შორის, რომელიც ანსამბლის გენიისა და პროფესიული ტალანტის დაზღვევას ითვალისწინებს.
სუხიშვილების ანსამბლი ქართული ავთენტური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია — დასი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში საქართველო მსოფლიოს დიდ სცენებზე ღირსეულად წარმოაჩინა. შარშანდელი საიუბილეო წელი, ნიუ იორკის ლეგენდარულ, კარნეგი ჰოლის სცენაზე გამოსვლით აღინიშნა. არდისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა იყოს ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” პარტნიორი და მზღვეველი.
დაზღვევა სრულად მოიცავს ანსამბლის ყველა წევრს - როგორც მოცეკვავეებს, ისე მუსიკოსებს და ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო გასტროლების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
„არდის“ გენერალური დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით: „ეს არ არის მორიგი სადაზღვევო თანამშრომლობა ორ ორგანიზაციას შორის — ეს არის სადაზღვევო ბაზრისთვის და ჩვენი კულტურის სფეროსთვის ახალი ხედვის დანერგვა. წლების წინ გვინდოდა შეგვექმნა პრაქტიკული, რეალური ზრუნვის ინსტრუმენტი იმ გამორჩეული პროფესიონალებისთვის, რომელთა საქმიანობაც ზებუნებრივ ნიჭს - ანუ ტალანტს უკავშირდება. ამ იდეის ხორხშესხმა სუხიშვილებით დავიწყეთ და ტრადია გრძელდება. დასის ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 1 მილიონი ლარია, რომლითაც სარგებლობა მის ნებისმიერ წევრს შეეძლება, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გაუთვალისწინებელი შემთხვევის ან ტრავმის გამო, პროფესიულ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. მიგვაჩნია, რომ თუ მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავებს პროფესიული ტალანტი დაზღვეული აქვთ, ჩვენ ქვეყანაშიც უნდა ისარგებლოს სუხიშვილების გენიამ მსგავსი უნიკალური მომსახურებით. ასე, რომ ამჯერად დაზღვეული ცეკვის ჯერია“

ნინო სუხიშვილის თქმით, ანსამბლის წევრებისთვის მსგავსი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: „პროფესიული უსაფრთხოება ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობის საფუძველია. ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, მეტი სიმშვიდით გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც წლებია ვემსახურებით და ხშირ შემთხვევაში, რთულ და მძიმე ფიზიკურ შრომას მოითხოვს.“
სადაზღვევო კომპანია არდის განცხადებით, კომპანია გეგმავს ტალანტის დაზღვევა დაუკავშიროს სხვა — როგორც უკვე ცნობილ, ისე ამომავალ ვარსკვლავებს, რომელთათვისაც ნიჭი, მათი ძირითადი პროფესიული საქმიანობა და ყოველდღიური სამუშაო გარემოა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
06.08.2026.18:14
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მათ შორის: მობილბანკის გათამაშება, ინვესტიციების განხორციელება საფონდო ბირჟის არასამუშაო საათებში და ინვესტიციებისთვის სტოპ დავალების ფუნქციონალი.
მობილბანკის გათამაშება
მობილბანკში მასშტაბური გათამაშება მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 150,000 ლარს შეადგენს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მოიგონ 80,000; 50,000 ან 20,000 ლარი.
გათამაშებაში მონაწილეობა საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ და მასში ჩართვა ავტომატურად - მობილბანკში შესვლისთანავე ხდება. ყოველდღიური საბანკო ოპერაციებისა და ბარათით გადახდების შესრულებით კი მომხმარებლები დამატებით ბილეთებს აგროვებენ და მოგების შანსს ზრდიან.
გათამაშების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე.
ინვესტირება ახლა უკვე არასამუშაო საათებშიც
საქართველოს ბანკმა საბანკო სექტორში პირველად მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, აქციების ყიდვა-გაყიდვის დავალებები საფონდო ბირჟის არასამუშაო საათებშიც განათავსონ.
თუ აქამდე დავალებების განთავსება მხოლოდ ბირჟის მუშაობის საათებში იყო შესაძლებელი, მობილბანკის განახლების შემდეგ მომხმარებლები დავალებების განთავსებას შეძლებენ როგორც ბირჟის გახსნამდე, ისე მისი დახურვის შემდეგაც. ეს მათ ინვესტიციების უფრო მოქნილად მართვის შესაძლებლობას აძლევს.
სიახლის აღსანიშნავად, 30 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს სპეციალური კამპანია - არასამუშაო საათებში განხორციელებული ყოველი მე-500 ყიდვის ტრანზაქცია გაორმაგდება.
სტოპ დავალება - მეტი კონტროლი ინვესტიციებზე
განახლებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც დაემატა - სტოპ დავალების ფუნქციონალი.
მისი დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს წინასწარ განსაზღვროს სასურველი ფასი, რომელზეც კონკრეტული აქციის ყიდვა ან გაყიდვა სურს. დავალება ავტომატურად შესრულდება მაშინ, როდესაც ბაზარზე აქციის ფასი მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ნიშნულს მიაღწევს.
ფუნქციონალი განსაკუთრებით გამოსადეგია რისკების მართვისთვის, რადგან ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ განსაზღვრონ მისაღები ზარალის ან მოგების ზღვარი და აღარ დასჭირდეთ ბაზრის მუდმივი მონიტორინგი.