არდი და 1World Online აცხადებენ სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოში ტურიზმის ციფრული განვითარების და ტურისტული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით
სადაზღვევო კომპანია არდიმ და საერთაშორისო კომპანიამ 1World Online, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში TravelVerse პლატფორმით, გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობა. პარტნიორობის მიზანია საქართველოში ტურისტების უსაფრთხოების გაძლიერება და ციფრული სერვისების ინტეგრაცია ერთიან ეკოსისტემაში.
TravelVerse პლატფორმა, შექმნილი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის — 1World Online-ის მიერ, წარმოადგენს ინოვაციურ ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროში თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარებასა და გამარტივებულ ხელმისაწვდომობას.
ვიზიტორებს სთავაზობს მარტივ, სწრაფ და ეფექტურ გზას სასურველი სერვისების მოძიებისა და შერჩევისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ მათზე მორგებული გამოცდილების მიღება, როგორც ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით,
https://travelverse.short.gy/georgia
ასევე QR კოდის ერთჯერადი დასკანერებით, რაც გამოცდილებას კიდევ უფრო ამარტივებს.
TravelVerse აერთიანებს ტურიზმს, ბიზნესს, სერვისებსა და ვიზიტორთა რესურსებს ერთიან ციფრულ სივრცეში და უზრუნველყოფს მოგზაურის მხარდაჭერას სრული მოგზაურობის მანძილზე – დაგეგმვიდან გამგზავრებამდე.
პარტნიორობის ფარგლებში, TravelVerse-ის მომხმარებლებს არდის ოფიციალურ პლატფორმაზე მარტივი და სწრაფი ნავიგაციით ექნებათ პირდაპირი წვდომა არდის სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის,,Welcomer” პოლისზე. დაზღვევის შეთავაზება ინტეგრირდება სასტუმროებში განთავსებული QR კოდების, აეროპორტის ციფრული წერტილებისა და პლატფორმის არხების საშუალებით, რაც ტურისტებისთვის ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ გამოცდილებას საქართველოში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
TravelVerse-ის ეკოსისტემაში წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო ბრენდული, ასევე ბუტიკური სასტუმროები, მათ შორის: Holiday Inn, Hilton, Wyndham, Golden Tulip, Radisson, Afisha …

პარტნიორობა აძლიერებს არდის პოზიციონირებას საერთაშორისო მასშტაბით, როგორც სანდო და ხელმისაწვდომი სამოგზაურო დაზღვევის პროვაიდერს, უზრუნველყოფს სრულად ციფრული გაყიდვების და მომხმარებელთან ურთიერთობის არხს ტურიზმის სეგმენტში და ქმნის გაზომვად შედეგებზე დაფუძნებულ თანამშრომლობის მოდელს. ამავდროულად, 1World Online / TravelVerse აძლიერებს საკუთარ როლს, როგორც ციფრული ხიდი ტურისტებსა და სერვის-პროვაიდერებს შორის – ქმნის ინტეგრირებულ, მასშტაბურ და გრძელვადიან, მდგრად, ეკოსისტემას, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის თანამედროვე, უსაფრთხო და ტექნოლოგიურ განვითარებას საქართველოში.
სხვა სიახლეები
როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
17.06.2026.18:35
დღეს ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მზის ენერგია კი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც კომპანიებს არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვაში, არამედ ხარჯების ოპტიმიზაციასა და ფინანსური სარგებლის მიღებაშიც ეხმარება.
თუ გსურთ გაიგოთ, რა ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია მზის ენერგიის გამოყენებას თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის, რა ეტაპები უნდა გაიაროთ მზის ელექტროსადგურის მშენებლობისას საქართველოში და რა უნდა გაითვალისწინოთ ამ პროცესში, Businesscourse.ge-ზე შეგიძლიათ სრულად დაფინანსებული კურსი გაიაროთ.
კურსს უძღვება Helios Energy-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია, რომელიც გაგიზიარებთ როგორც ტექნიკურ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას მზის ენერგიის გამოყენების მიმართულებით.
კურსის ფარგლებში გაიგებთ:
• როგორ ვითვისებთ მზის ენერგიას;
• რა უპირატესობები აქვს მზის ენერგიის გამოყენებას;
• როგორ მუშაობს მზის ელექტროსადგური;
• როგორ შეიძლება მზის ენერგიის გამოყენება საკუთარი მოხმარების შესამცირებლად;
• რას წარმოადგენს ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურები;
• რა დაფინანსების წყაროები არსებობს მსგავსი პროექტებისთვის;
• როგორ განისაზღვრება პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობა;
• რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად კომპანიები და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება;
• როგორია მზის ენერგიის მომავალი და თანამედროვე ინოვაციები.
Businesscourse.ge საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს პრაქტიკულ და სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს. პლატფორმაზე ამჟამად 70-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი, პროგრამებზე უკვე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა.
კურსები მუდმივად ახლდება და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს პასუხობს, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ მათ ინტერესებზე მორგებული ცოდნა.