მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

არდი და Amadeo იწყებენ პარტნიორობას ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად

news image
mbc image

არდი და Amadeo იწყებენ პარტნიორობას, რომლის მიზანია ბიზნესებისთვის თანამედროვე ფინანსური მართვის ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა და კომპანიების მხარდაჭერა უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.

თანამშრომლობის ფარგლებში არდის ბიზნეს კლიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ Amadeo-ს - ქართულ Financial Intelligence პლატფორმას, რომელიც კომპანიებს აძლევს რეალურ დროში ფინანსურ ანალიტიკას, ავტომატიზებულ ანგარიშგებასა და მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში.

Amadeo აერთიანებს კომპანიის ფინანსურ მონაცემებს და მომხმარებლებს სთავაზობს მოგება-ზარალის (P&L), Cash Flow-ს, ბალანსის, KPI-ების, კონტრაგენტების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, პროექტების მომგებიანობისა და სხვა მნიშვნელოვანი ბიზნესმაჩვენებლების ანალიტიკას რეალურ დროში.

პლატფორმა ინტეგრირდება ქართულ საბუღალტრო პროგრამებთან და ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ავტომატურად მიიღოს განახლებული ფინანსური ინფორმაცია დამატებითი ხელით სამუშაოს გარეშე.

დღეს Amadeo-ს უკვე 500-ზე მეტი კომპანია იყენებს, ხოლო მისი პარტნიორული ეკოსისტემა 40-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პლატფორმის მიმართ ბიზნესის ნდობასა და მოთხოვნას.

“ჩვენი მიზანია, თანამედროვე ფინანსური ანალიტიკა და Enterprise დონის შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გავხადოთ ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ არდისთან პარტნიორობა კიდევ უფრო მეტ კომპანიას დაეხმარება ფინანსური პროცესების გაციფრულებასა და ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაში.“ - გიორგი ჩუგოშვილი, ამადეოს დამფუძნებელი
არდი თანამედროვე სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ინდივიდუალურ და კორპორაციულ მომხმარებლებს ჯანმრთელობის, ავტო, ქონების, სამოგზაურო და სხვა მიმართულებების სადაზღვევო გადაწყვეტილებებს ინოვაციური მიდგომებით აწვდის. 2012 წლიდან არდი საქართველოს უმსხვილესი კომპანიების სანდო სადაზღვევო პარტნიორია და კორპორაციულ კლიენტებს მაღალი სტანდარტის, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანია გამორჩეულია მომხმარებელთა ლოიალობისა და კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, რაც არდის მიმართ მრავალწლიანი ნდობის შედეგია. 

“პრემიუმ მომსახურება, ინდივიდუალური მიდგომა და მოქნილი სადაზღვევო გადაწყვეტილებები არდის კორპორაციული მიმართულების მთავარი უპირატესობებია. სწორედ ამიტომ, არდი მხოლოდ სადაზღვევო პროდუქტებს კი არ სთავაზობს ბიზნესს, არამედ ქმნის მისი სფეროს, მასშტაბისა და მიზნების შესაბამის დაცვის სისტემას” - მაია ციკოლია, არდის პარტნიორული არხების განვითარების ხელმძღვანელი.

პარტნიორობის ფარგლებში Amadeo-ს კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება არდის სპეციალური კორპორაციული შეთავაზებები. კომპანიები შეძლებენ მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაცია და მათი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული სადაზღვევო პირობები.

პარტნიორობის ფარგლებში არდის ბიზნესკლიენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ Amadeo-ს პერსონალური დემო, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია და სპეციალური პირობებით დანერგონ პლატფორმა საკუთარ კომპანიაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა