მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7248.6
-0.0068
flag
AZN 1.5702
-0.0009
flag
CNY 39.444
0.0054
flag
EUR 3.1079
0.0076
flag
GBP 3.5803
0.0041
flag
KZT 54.79
-0.0038
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6693
-0.0015
news banner

„არის ერთი ნიუანსი“ - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

news image
mbc image

„მთავარია გჯეროდეს“ - გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთად YouTube პოდკასტების სერია  „არის ერთი ნიუანსის“ ახალი სეზონი დაიწყო.

ვიდეო პოდკასტის კონცეფცია ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან იღებს სათავეს, სწრაფი პასუხების მიღმა არსებული კითხვებისა და კონტექსტის კვლევიდან. პროექტი ეხება თემებს, რომლებიც საჯარო დისკუსიებში ხშირად ზედმეტად მარტივდება, მაშინ როცა რეალურად სიღრმისეულ ანალიზსა და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს. მისი მთავარი მიზანია აჩვენოს, რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება, როგორ ყალიბდება დასკვნები და რატომ არის ჭეშმარიტება იშვიათად შავ-თეთრი.

„არის ერთი ნიუანსის“  YouTube პოდკასტის ახალი სეზონის პირველ ეპიზოდში განვიხილავთ რა გავლენა აქვს სოციალური ქსელების ხშირ მოხმარებას მოზარდებზე და ბავშვებზე. ნიკო ნერგაძე საუბრობს ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - უნდა შევუზღუდოთ თუ არა პატარა თაობას სოც. მედიაზე წვდომა. ამ და დღეისთვის სხვა აქტუალურ თემების განხილვას უყურეთ თიბისის Youtube-ზე, ასვე მოუსმინეთ Spotify-ზე და SoundCloud-ზე.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

01.06.2026.11:20

საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია „არქი“, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციულ კომპლექსს ერთობლივად აანონსებენ.

3 ივნისს, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე პროექტის ოფიციალური წარდგენაა დაგეგმილი. ადგილზე სპეციალური ღონისძიება მოეწყობა და ამავე დღეს დაიწყება წინასწარი გაყიდვები.

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ბათუმიდან რამდენიმე წუთის სავალზეა - რეგიონში, რომელიც ტურიზმის განვითარების სწრაფი ტემპით გამოირჩევა.
პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიურ რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე.

კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. მისი მთავარი უპირატესობა ყველა აპარტამენტიდან ზღვის ხედებია, ხოლო კონცეფცია ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულ ინტეგრაციას ეფუძნება. 

პროექტის პარტნიორები სფეროს წამყვანი კომპანიები არიან. „არქი“ გამოირჩევა ხარისხით, ძლიერი საერთაშორისო ნდობითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით. საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია NEXT-ი სპეციალიზებულია პრემიუმ კლასის ზღვისპირა უძრავი ქონებისა და ხუთვარსკვლავიანი ბრენდირებული რეზიდენციების განვითარებაში. Swissôtel-ის ჩართულობა კი სტუმრებსა და ინვესტორებს შვეიცარიული სტანდარტის მომსახურებასა და დახვეწილ დიზაინს შესთავაზებს ქობულეთის სანაპიროზე.  

კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, ეს მასშტაბური პროექტი იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უძრავ ქონებაში კაპიტალის მომგებიანად დაბანდება ადრეულ ეტაპზე სურს. ჩვენი გუნდი საუკეთესო პროექტს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს გამოცდილ და წარმატებულ პარტნიორებთან ერთად. არქისთვის, როგორც ბაზრის ლიდერისთვის, მნიშვნელოვანია, ყოველი ახალი ინიციატივით ქვეყანაში ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვნად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას“, — განმარტავს „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია.

„მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ ამ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ დიდი საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს როგორც საქართველოში, ისე დუბაიში, ესპანეთსა და კენიაში, საკურორტო თუ ტურისტული დეველოპმენტის მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი სრულიად შეცვლის ქობულეთის საინვესტიციო კლიმატს და აქცევს მას ახალ მიზიდულობის ცენტრად რეგიონში. ეს იქნება გამორჩეული შეთავაზება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის“, — აცხადებს NEXT-ის დამფუძნებელი კახა დევაძე.

„მოხარულები ვართ, რომ Archi-სა და NEXT-თან თანამშრომლობით Swissôtel-ის ბრენდი ქობულეთში შემოდის. ეს პროექტი სრულად ასახავს Swissôtel-ის ხედვას, რომელიც გულისხმობს თანამედროვე პრემიუმ კლასის სტუმარმასპინძლობას, დახვეწილ დიზაინსა და მაღალი ხარისხის გამოცდილებას უნიკალურ ლოკაციაზე. გვჯერა, რომ Swissôtel Kobuleti Beach Resort რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული დანიშნულების ადგილი გახდება როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ისე ინვესტორებისთვის“, - აცხადებს ფილიპ ბონი, Accor-ის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი CIS-ის, საქართველოს, ისრაელისა და კვიპროსის მიმართულებით.

Swissôtel-ის შესახებ

Swissôtel, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შვეიცარიული ბრენდია, თანამედროვე სასტუმროებს სთავაზობს ვიზიტორებს, რომლებიც ალპური ენერგიის სიჯანსაღით არის შთაგონებული და შვეიცარიული სტუმარმასპინძლობის ტრადიციებს ეფუძნება.

Swissôtel-ის ბრენდი 1980 წელს დაარსდა და დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. Swissôtel არის Accor-ის ნაწილი — მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის, რომელიც 110-ზე მეტ ქვეყანაში 5,800-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. Swissôtel ასევე მონაწილეობს ALL Accor-ში — დაჯავშნის პლატფორმასა და ლოიალობის პროგრამაში, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან ჯილდოებზე, სერვისებსა და გამოცდილებებზე წვდომას სთავაზობს.

არქის შესახებ

„არქი“ #1 დეველოპერული კომპანიაა საქართველოში და ბაზრის დაახლოებით 20%-ს ფლობს. კომპანია პირველია ქვეყანაში, რომელმაც მსხვილმასშტაბიანი უბნების (Master Development) განვითარება დაიწყო. კომპანია 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს. დღეისათვის „არქის“ დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი და აერთიანებს 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელსა და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში კომპანიამ საერთაშორისო გაფართოებაც დაიწყო და პროექტები ისეთ გლობალურ ბაზრებზე განავითარა, როგორიცაა ფლორიდა (აშშ). „არქის“ მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ძლიერი საერთაშორისო ნდობა და გრძელვადიანი განვითარების ხედვა.

NEXT-ის შესახებ

NEXT-ი პირველი საერთაშორისო დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც სამ კონტინენტზე ქმნის უმაღლესი კლასის ზღვისპირა უძრავ ქონებას, ხუთვარსკვლავიან ბრენდირებულ რეზიდენციებსა და მრავალფუნქციურ პროექტებს. კომპანიას მსოფლიო მასშტაბის ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მის პარტნიორებს შორის არიან ისეთი გლობალური სახელები, როგორებიცაა Wyndham Hotels & Resorts და Radisson Hotel Group.

ამ ეტაპზე კომპანიის პორტფელი აერთიანებს 270 მილიონი დოლარის ჯამურ ინვესტიციას, 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე სამშენებლო ფართობსა და ინვესტორებს 65-ზე მეტი ქვეყნიდან. NEXT-ის მთავარი მისია ინოვაციური არქიტექტურული ტენდენციების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაში გადმოტანა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა