არქი Cityscape Qatar 2024-ზე გლობალურ ინვესტორებს პრემიუმ პროექტებს აცნობს
არქი უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ გამოფენა Cityscape Qatar 2024-ზეა წარმოდგენილი, სადაც გლობალურ ინვესტორებს არქის პრემიუმ პროექტებს წარუდგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად დეველოპერული კომპანია ავრცელებს.
„არქის გუნდი უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ გამოფენა Cityscape Qatar 2024-ზე იმყოფება, სადაც გლობალურ ინვესტორებს არქის პრემიუმ პროექტებს წარუდგენს.
გამოფენაში მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოსა და უშუალოდ არქის პროექტების მიმართ ინტერესი მზარდია.
ჩვენი პროექტები სტრატეგიული მდებარეობით, ენერგოეფექტური მასალებითა და გადახდის მოქნილი პირობებით ერთნაირად მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.