არქი პირველი ამერიკული პროექტის განხორციელებისთვის ემზადება - ინვესტიცია $50 მილიონია
არქი მაიამიში პროექტის დასაწყებად ემზადება. როგორც დეველოპერულ კომპანიაში განმარტავენ, არქი მაიამის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი ფინალური ეტაპზეა და არქის პირველი ამერიკული პროექტის მშენებლობა სულ მალე დაიწყება.
„პროექტი მაიამიში, პომპანო ბიჩზე მდებარეობს და მაღაზიები, რესტორნები თუ ყველა საჭირო ობიექტი ფეხით სავალ მანძილზე აქვს. არქი მაიამის პროექტისთვის ინვესტიციის სახით გამოყოფილია 50 მილიონი დოლარი, რასაც არქი ამერიკულ დეველოპერულ კომპანია - Elit Group-თან პარტნიორობით ახორციელებს“, - აცხადებენ აქრიში.
„მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის პროექტების შემდეგ, ვფიქრობ, „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს. რა თქმა უნდა, საქართველოში საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ – გეგმაში არაერთი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში განვახორციელებთ. თუმცა პარალელურად „არქი“ თავის ძალისხმევას უცხოური ბაზრის ათვისებისკენაც მიმართავს“, – „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.
ფლორიდის შტატი, სადაც „არქის“ ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის, დასაქმების დიდი შესაძლებლობებითა და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობითაც გამოირჩევა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.