„არქი“ რუსთავში მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს
„არქი“ რუსთავში მასშტაბური პროექტის განხორციელებას იწყებს. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ განაცხადა, „არქი რუსთავი“ იქნება საკმაოდ საკმაოდ გამორჩეული პროექტი ზოგადად „არქის“ პროექტებს შორის.
„რუსთავში პირველად ვიწყებთ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს. ძალიან მოხარულები ვართ მთელი ჩვენი გუნდი, მთლიანი გუნდი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის შექმნაში, მომზადებაში. ჩვენ ეს ნაკვეთი შევიძინეთ დაახლოებით 16 წლის წინ, 2008 წელს და მას შემდეგ ველოდებოდით სწორ დროს თუ როდის მივიდოდა ქალაქში განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა დეველოპმენტის დაწყება. რამდენჯერმე გავტესტეთ კიდეც, მაგრამ მივხვდით, რომ არ იყო შესაბამისი დრო. ხოლო მას შემდეგ რაც ბოლო წლებში ქალაქი ინტენსიურად ვითარდება, ჩვენც დავინახეთ დიდი პოტენციალი. ქვეყნის განვითარებასთან ერთად რუსთავიც ერთ-ერთი ფლაგმანია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. და დავინახეთ ის მასშტაბი და შესაძლებლობა, რომ დაგვეწყო პროექტი, რაც არის „არქი რუსთავი“. დარწმუნებული ვარ, რომ „არქი რუსთავი“ იქნება ყველაზე გამორჩეული პროექტი არქის პროექტებს შორის, მისი გამწვანებით, მისი ინფრასტრუქტურით, შენობის სილამაზით და რუსთავში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იქნება“, - აღნიშნა ილია წულაიამ.
კომპლექსი შენდება ახალ რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, საიდანაც რამდენიმე წუთის სავალზეა ყველა საჭირო ობიექტი.
არქის პორტფელიო 48 დასრულებულ და 23 მიმდინარე პროექტს აერთიანებს. არქი ოპერირებს როგორც დეველოპმენტის, ისე ჰოსპიტალიტის სექტორში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.