არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
15 იანვარს, სამტრედიაში ტრადიციად ქცეული ძველით ახალი წლის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც დეველოპერული კომპანია არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ სახლი საჩუქრად ცინცაძეების მრავალშვილიან ოჯახს გადასცა. ოჯახი, რომელიც წლების მანძილზე გაჭირვებაში ცხოვრობდა და არ ჰქონდა საკუთარი სახლი, 2025 წელს უდიდესი სიხარულით იწყებს.
სამტრედიაში ძველით ახალი წელი საზეიმო ღონისძიებით 2012 წლიდან აღინიშნება და ატარებს საქველმოქმედო ხასიათს, სადაც სხვადასხვა პირები თუ ბიზნესის წარმომადგენლები გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებიან და სახლებს საჩუქრად გადასცემენ. ამ ინიციატივას, რომელიც დიდი ხანია, რაც ტრადიციად ჩამოყალიბდა, უკვე წლებია უერთდება ილია წულაიაც, ლიდერი დეველოპერული კომპანია არქის დამფუძნებელი, ვინც უსახლკარო ოჯახებს ახალ სახლს ყოველწლიურად საჩუქრად გადასცემს ხოლმე. სახლის გასაღები ოჯახს სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გამართული საზეიმო კონცერტის დასასრულს გადაეცა.
არქისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ქველმოქმედება ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, მუდმივადაა ჩართული ისეთ ღონისძიებებში, რაც მიმართულია იმ ადამიანების დახმარებისკენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. არქი მომავალშიც გააგრძელებს საქველმოქმედო თუ სხვა სახის ღონისძიებების აქტიურ მხარდაჭერასა და უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.